Powered By Blogger

Tuesday, May 8, 2012

ქართული ღვინის ისტორია
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებსსაქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი,რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.
სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 ვაზის სახეობები
3 ღვინის სახეობები
3.1 ქართული სამარკო ღვინოები
4 წერილობითი ცნობები
5 გალერეა
6 გამოყენებული ლიტერატურა
7 რესურსები ინტერნეტში
ისტორია [რედაქტირება]

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.

სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.
ქართული სამარკო ღვინოები [რედაქტირება]


ქართული სამარკო ღვინოები
სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),
სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),
მახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).

ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),

სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი),
წერილობითი ცნობები [რედაქტირება]

ქართული ღვინის კომპანიები
ალავერდი
ალექსანდრეული
ასკანელი ძმები
ასურეთის ღვინის მარანი
ბაგრატიონი
ბიოღვინო
გდ ალკო
გომი
გურჯაანის ღვინის სახლი
დარჩიაშვილის ბიო ღვინო
ელიზბარ თალაკვაძე და შვილები
ელკანა
ენისელი-ბაგრატიონი
ვაზიანი
ვაინმენი
თბილღვინო
თელიანი ველი
თელავის ღვინის მარანი
იმერული ღვინის კომპანია
კახური ტრადიციული მეღვინეობა
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი
კახური
კომპანია "ბადაგონი"
კომპანია "GWS"
კომპანია "ტიბანელი"
კორპორაცია ქართული ღვინო
კომპანია "ვაზი+"
მანავის ღვინის მარანი
მილდიანი
მუხრანი
ნიკოლაშვილის ბიოპროდუქტები
ოქრო ღვინო
რაჭული ღვინო
სარაჯიშვილი
ტყუპების ძველი მარანი
ტფილისის მარანი
უსახელაურის ვენახები
ქინძმარაულის მარანი
ღვინის კომპანია "შუმი"
შატო თელავი
ჩელთი
ხარება
ხოხბის ცრემლები
ჯაყელების ღვინო
Eniseli Wines
Schuchmann Wines Georgia
ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე
მანანა ვარდიაშვილი
საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო ერთიანი ბრენდის - Wine of Georgia-ს სახელით უნდა გავიდეს. მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების ამ აპრობირებულ გზას საქართველოს მთავრობა და ქართველ მეღვინეთა გილდია, მესამე წელია, ბეჯითი მონდომებით ტკეპნის.
ღვინის კომპანია "ხოხბის ცრემლების" ვენახი კახეთში, ისტორიული ქიზიყის ტერიტორიაზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანთან არის გაშენებული. კომპანიის დამფუძნებლებმა, ამერიკელმა მხატვარმა ჯონ ვურდემანმა და მისმა ქართველმა პარტნიორმა გელა ფათალიშვილმა ვენახისთვის ადგილი საგანგებოდ შეარჩიეს. აქ განსაკუთრებული მიკროზონაა: ზაფხულში მზე 14 საათზე მეტ ხანს ანათებს, საღამოობით კი, ხეობიდან გრილი ნიავი უბერავს. აქაური კირქვა ნიადაგი ცარცს და მუქ თიხას შეიცავს. ერთი მეტრის სიღრმეზე კი ხირხათი ქვიშნარია, რაც ვაზის ფესვთა სისტემისთვის საუკეთესო საწრეტს ქმნის.
"ხოხბის ცრემლების" მარანში ღვინო, ტრადიციული კახური წესით, ქვევრში ძველდება. კომპანია წელიწადში 7 დასახელების 35 000 ბოთლ ღვინოს უშვებს. აქედან ნახევარი ექსპორტზე შვედეთში, აშშ-ში, კანადაში, ნორვეგიასა და გერმანიაში გადის და წარმატებითაც იყიდება. კომპანია, რომელიც ქართული ღვინისთვის არატრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე წარმატებით გადის, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ შეიქმნა, მაშინ, როცა მთელი ქართული მეღვინეობა კრიზისში აღმოჩნდა.
მევენახეობა-მეღვინეობის სექტორული კრიზისი 2006 წლის იანვარში დაიწყო, როცა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ქართული ღვინოში პესტიციდები "აღმოაჩინა" და მასზე ემბარგო დააწესა. სანქციებმა ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ღვინოს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში პირველი ადგილი ეკავა და მისი 80 პროცენტი რუსეთში გადიოდა.
გასული წლის 17 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში სასტუმროს გახსნისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის კრიზისი გადალახულია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტრს მადლობაც გადაუხადა: "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენი ღვინის ხარისხმა მაღლა აიწია. რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ჩვენს ღვინოსთან მიმართებაში, რადგან ღვინის კრიზისი გადალახულია. ჩვენ დავიწყეთ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება".
პრეზიდენტს ნამდვილად აქვს თვითდამშვიდებისთვის მცირე საფუძველი: თუ 2004 წელს ქართული ღვინის 80 პროცენტი რუსეთში გადიოდა, ახლა ის 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. გასულ წელს, ლონდონში, ჟურნალ „დეკანტერის" ღვინის საერთაშორისო კონკურსზე კი ქართულმა ღვინომ წარმატებაც მოიპოვა. ამ კონკურსზე კომპანია „ბადაგონის" ალავერდის მონასტრის მარანში ჩამოსხმულ "Alaverdi Tradition"-ს 10 ფუნტზე მეტი ღირებულების წითელი მშრალი ღვინის ნომინაციაში დიდი ოქროს მედალი გადაეცა. ასეთი ჯილდო ქართულ ღვინოს აქამდე არასოდეს მიუღია. ამავე კონკურსზე "თბილღვინოს" "მუკუზანი" და "თელავის მარანის" "ქინძმარაული" ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
ღვინის მსხვილ კომპანიებში აცხადებენ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გადალახულია. "თბილღვინო" საქართველოს ბაზარზე ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანია 40 დასახელების ღვინოს უშვებს და მისი ნაწარმი ექსპორტზე 25 ქვეყანაში გადის. საექსპორტო ღვინის ფასი 4 დოლარიდან იწყება და 15 დოლარს აღწევს. "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს კომპანიას 2009 წელთან შედარებით 40-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს "თბილღვინო" ახალ საექსპორტო ბაზრებზე - ჩინეთში, ირლანდიაში, შვედეთსა და ფინეთში შევიდა, მისი გაყიდვების 75 პროცენტი მაინც დსთ-ს 5 ქვეყანაზე: ყაზახეთზე, უკრაინაზე, ბელორუსზე, ლიტვასა და ლატვიაზე მოდის.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის 73 პროცენტი დსთ-ს ქვეყნებზე გადამისამართდა. ამჟამად ქართული ღვინის ყველაზე დიდი საექსპორტო ქვეყნები უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსია. თუმცა,ღვინისსაექსპორტო ორიენტაციის შეცვლამ რუსული ბაზრის დაკარგვით გამოწვეული ზარალის სრული კომპენსირება ვერ მოახდინა. 2006 წელს, საქართველოდან ექსპორტზე 41 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, გასულ წელს კი 39 მლნ 269 ათასი დოლარის. ანუ, ქართული ღვინის ექსპორტი ემბარგომდელ დონეს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. გარდა ამისა, ქართულმა ღვინომ ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა აშშ, ევროპა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, საკუთარი ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ის ჯერ კიდევ საბჭოური ნოსტალგიის მქონე მომხმარებელსა და ქართველ ემიგრანტებზეა ორიენტირებული.
2008 წელს საქართველოს მთავრობამ, მეღვინეობის ეროვნული სტრატეგიის შექმნის მიზნით, ჟურნალ Economist-ში ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ქართული მეღვინეობის განვითარების გეგმა, დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და ახალ ბაზრებზე მოქმედების სტრატეგია უნდა წარმოედგინა.ტენდერში ამერიკულმა კომპანია "I.O.S. Partners"-მა გაიმარჯვა. მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით ქართველი მეღვინეების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სწორედ "I.O.S. Partners"-ის რეკომენდაციაა. მსგავსი რეკომენდაცია მისცეს ხელისუფლებას და მეღვინეებს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმაც.
უცხოელ ექსპერტთა შეფასებით, ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ჩინეთი ან ამერიკა, ცალკე აღებული ვერც ერთი კომპანია საკუთარი თავის წარმოჩენას ვერ შეძლებს. ამ ბაზრებზე შესვლა დიდ სარეკლამო დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამას ემატება ქვეყნის, ღვინის და ვაზის ჯიშების დაბალი ცნობადობაც. თუ ღვინის ტრადიციული მომხმარებლისთვის კაბერნე სავინიონი ცნობილი სახელია, ქართული "საფერავისა" და "წინანდლის" შესახებ უცხოელმა მომხმარებელმა არაფერი იცის. მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის ბრენდით გასვლა ცნობილი და აპრობირებული მეთოდია. სამხრეთ აფრიკა, ჩილე და ავსტრალია საერთაშორისო ბაზარზე თავის დროზე სწორედ ამ გზით გავიდნენ.
უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად ღვინის კომპანიები სავალდებულო ბრენდირებული ეტიკეტის - Wine of Georgia-ს ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ. დანარჩენ ატრიბუტებს მწარმოებელი კომპანიები უცვლელად ინარჩუნებენ. ბრენდზე წინ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის წამოწევას ღვინის კომპანიები მოწონებით შეხვდნენ. თუმცა, ბოლო 2 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით კომპანიებმა და სახელმწიფომ ბევრი ვერც ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით გააკეთეს. "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ: "ღვინის კომპანიების ერთიანი ბრენდის ქვეშ გაერთიანების მცდელობა იყო, მაგრამ სერიოზული მსჯელობა ამ საკითხზე არ ყოფილა". სახელმწიფოს თანადგომა კი, ძირითადად, საერთაშორისო გამოფენებში ქართული ღვინის კომპანიების წარდგენის ორგანიზებით შემოიფარგლა.
თუმცა ქვეყნის და ღვინის პოპულარიზაციისთვის საქართველო სათანადოდ ვერც საერთაშორისო გამოფენებს იყენებს. ამ გამოფენებზე წარდგენილი მწირი და არასრული ინფორმაცია მომხამრებელს თუ დამთვალიერებელს არსებითს არაფერს აძლევს. საქართველოს საინფორმაციო პოლიტიკის სუსტი მხარე უცხოელმა ჟურნალისტებმაც შეამჩნიეს. აი, რას წერს ჩინური საინფორმაციო ვებ-გვერდი news.xinhuanet.com: " საუკეთესო ქართული ღვინოების 2010 წლის გამოცემა უფრო რეკლამების ნაკრებს ჰგავს, და არა ისტორიების, უნიკალური ჯიშებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე შედგენილ ღვინის ბიბლიას. მაგალითად, სახელწოდება “რქაწითელი” მკითხველისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. აქ არ წერია, რომ რქაწითელი ვაზის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და არქეოლოგიური გათხრების დროს თიხის უძველეს ჭურჭელში ნახეს რქაწითელის წიპწები, რომლებიც ჩვენს ერამდე 3000 წლით თარიღდება. კარგი იქნებოდა იმის ახსნა, რომ საფერავი ქართულ ენაზე, ფერს, საღებავს ნიშნავს და ყურძნის მარცვლის ინტენსიური მუქი წითელი შეფერილობა წითელი ანტოციანინის დამსახურებაა, რომელსაც მარცვლის რბილობი და კანი შეიცავს და რომ მუქი წითელი საფერავის კარგი საშუალებააა სიბერის წინააღმდეგ საბრძოლველად".
არის სხვა პრობლემებიც. ჟურნალი Economist-ი წერს, რომ "ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ დასავლეთYევროპის და აშშ-ს ბაზრების მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს."
ქართულ ღვინოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრება რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ამ ეტაპზე იაფი და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება არ შეუძლია. დარგში პროფესიონალი კადრების – ტექნოლოგების, მევენახეობის და მარკეტინგის მენეჯერების და თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია.
"ღვინის კლუბის" პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ ქართული ღვინის სექტორი ინერციით ვითარდება: "ის საინტერესო სიახლეები, რომლებიც 90–იანი წლებიდან დაიწყო ქართულ მეღვინეობაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დღევანდელობა მეტ სიახლეს მოითხოვს. სიახლეში არ ვგულისხმობ ახალ ტექნოლოგიებს, პირიქით, შეიძლება ყველაზე ტრადიციული მეთოდები ჩანდეს დღეს ყველაზე მოწინავედ და მაგალითად, ქვევრის ღვინომ, გაცილებით მეტი ცნობადობა შესძინოს საქართველოს და ქართულ ღვინოს, ვიდრე უცხოურ გემოზე მორგებულმა ქართულმა ღვინოებმა, რომლებსაც, როგორც ვხედავთ, ძალიან უჭირთ მსოფლიო ბაზარზე. უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ინერციული ბაზრების გარეშე, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა, არადა სწორედ ამ ბაზრების (ადრე ასეთი იყო რუსეთის ბაზარი) დამსახურებაა, რომ ქართული ღვინო ერთ ადგილს ტკეპნის. რა თქმა უნდა, ეს ბაზრები არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ იქ, მაგრამ ქართული ღვინო ამ სამ ქვეყანას არ უნდა გადავაყოლოთ. დამიჯერეთ, ქართული ღვინის სახე ის არაა, რასაც უკრაინელი მომხმარებელი ასე ხარბად ეწაფება".
საქართველოს მთავრობამ ქართულ ღვინოსთან მიმართებაში საკუთარ სტრატეგიას გასულ წელს კიდევ ერთხელ გადახედა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ ღვინის ასოციაცია შექმნა. ასოციაციაში, სადაც 21 კომპანიაა გაერთიანებული, სახელმწიფომ 600 ათასი ლარი ჩადო. ეს თანხა ღვინის კომპანიების მიერ გადახდილ საწევროებთან ერთად მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას უნდა მოხმარდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი თინა კეზელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული მეღვინეობის კონცეფცია და ღვინის ექსპორტის სტრატეგია თავიდან არის შესაქმნელი. გამოდის, გასული 2 წელი ფუჭად დაგვიკარგავს.
"თითოეული ბაზრისთვის მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ცალკე უნდა დაიწეროს. ამ გეგმების განხორციელებას ფული სჭირდება. ეს თანხა სახელმწიფომ და მეღვინეობის სექტორმა ერთობლივად უნდა გაიღონ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
"რა თქმა უნდა, ქართული ღვინის კონცეფცია ახლიდანაა დასაწერი", - ამბობს მალხაზ ხარბედია. "უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ძალიან ხშირად, არაეფექტურად. იმიტომ, რომ ჯერ ჩვენს თავში ვერ გავრკვეულვართ და უბრალოდ არ ვიცით, როგორ მივაწოდოთ ჩვენი ღვინო უცხოელ მომხმარებელს, როგორ შევფუთოთ. მთელი გუნდი უნდა შრომობდეს ქართული ღვინისთვის იმიჯის შექმნაზე, რადგან ერთხელ გაპარებული უხარისხო ღვინო ან კიდევ უარესი, არასწორი მესიჯი ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ასეთ გუნდში მეღვინეებისა და პოლიტიკოსების გარდა ჟურნალისტები, იურისტები, ეკონომისტები, საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვანები და მეცნიერებიც უნდა მონაწილეობდნენ. ე.წ "ღვინის ელჩებს" მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ".
ბევრი ექსპერტის აზრით, ქართული ბრენდების გაერთიანება საექსპორტო პოტენციის გაზრდის მიზნით პანაცეა არ არის. მეღვინეობის დარგის სპეციალისტები არ კამათობენ იმაზე, რომ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა ნამდვილად აქვს - მთავარი ნაკლებად ცნობილი პროდუქტის სწორი წარდგენაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეღვინეებმა მყიდველის გემოვნება და პროდუქციის საფასო პოლიტიკა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა შეუთანხმონ.
"ცოტა ღვინო და შესაბამისად, ცოტა პრობლემა მაქვს", - ამბობს ჯონ ვურდემანი - "მთავარი, სწორი მიდგომაა. მე ბაზარს მისთვის ეგზოტიკური, უცხო და საინტერესო პროდუქცია შევთავაზე: ღვინოს ყურძნის ადგილობრივი და უნიკალური ჯიშებიდან და ტრადიციული კახური მეთოდით ვაყენებთ. ვენახი ორგანულია, რასაც უცხოელი მომხმარებლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "ხოხბის ცრემლების" ღვინო არ არის "ღვინო ყველასთვის". ეს არის ღვინო გურმანებისთვის, ღვინის გურმანებისთვის – მისთვის, ვინც იცის ღვინის ფასი, მისი დაყენების და მოხმარების წესები და უნდა, რომ თავისი ცოდნა და თვალსაწიერი ამ სფეროში კიდევ უფრო გაამდიდროს. ვფიქრობ, რომ ქართველმა მეღვინეებმა უცხო ბაზარს ორიგინალური პროდუქტი უნდა შესთავაზონ. მასობრივი და იაფი ღვინის წარმოებაში საქართველო ჩილეს და ავსტრალიას კონკურენციას ვერ გაუწევს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის სწორ წარდგენასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინო ღვინის ჟურნალისტებმა, კრიტიკოსებმა და ბლოგერებმა შეაფასონ".
რუსული ემბარგო

ქართულ ღვინოზე რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების და ჩვენებურ მეღვინეთა მიზნად რუსეთის ბაზარზე დაბრუნების გახდომის შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესოა, ამ ქვეყნის ბაზარზე არსებული სიტუაცია.
თავად რუსეთს ელიტარული ღვინის წარმოების საშუალება არ აქვს, ამიტომ, აქცენტს „მასობრივ ღვინოზე“ აკეთებს. საერთოდ, რუსული ბაზრის 80 პროცენტი იაფასიან ღვინოს აქვს დაპყრობილი, რომელიც ერთი ბოთლი 3-4 დოლარი ღირს. ჯერ ერთი, რუსი მომხმარებლის შემოსავალი საკმაოდ დაბალია და ამასთან, მისი
ფსიქოლოგია დასავლელისას მთელი 20-30 წლით ჩამორჩება. ამიტომაცაა, რომ რუსეთში იმპორტირებული ღვინის მხოლოდ 15-20 პროცენტია „ელიტარული“. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ძვირფასი ღვინოების იმპორტი ბოლო დროს თანდათანობით, უმეტესწილად დიდი ქალაქების ხარჯზე იზრდება.
რუსულ ბაზარზე იმპორტირებული ღვინის დიდი ნაწილს ამერიკული, არგენტინული, ავსტრალიური და ესპანური იაფასიანი ღვინოები შეადგენს. გარდა ამისა, თანდათანობით მატულობს ალბანური, ბერძნული, უნგრული, რუმინული და ბულგარული ღვინის იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ქართული და მოლდოვური ღვინოების მოკვეთის შემდეგ, რუსულ ბაზარზე განთავისუფლებული ამ ნიშის ათვისებით განსაკუთრებით რუმინელები და ბულგარელები დაინტერესდნენ.
ქართული ღვინის ცნობადობა

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის 3,6 მ მილიონი ლარი დახარჯა.
საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს შემდეგ, ექსპორტის მაჩვენებელი კვლავაც დაბალია.

„როგორც ჩვენ გავდივართ ბაზრებზე, ეს არის ჭიანჭველის და კუს ნაბიჯები. ჩვენი ღვინისთვის წარმოუდგენელი პოტენციალი არსებობს. აღარ უნდა ისმებოდეს კითხვა, გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე. ვიღაც მანიაკ ონიშენკოზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, წავა თუ არა ჩვენი ღვინო სადმე"- ბოლო განცხადება ღვინის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 ოქტომბერს, ბათუმში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა. ღვინის ექსპორტის ტემპებით უკმაყოფილო პრეზიდენტმა ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე თანამდებობიდან მთავრობის სხდომაზევე გაათავისუფლა.
2006 წელს ქართულმა ღვინომ გასაღების მთავარი, რუსეთის ბაზარი დაკარგა. ემბარგომდე რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით, 75% გადიოდა. ბაზრის დაკარგვამ ღვინის ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მაგალითად, თუ 2005 წელს ექსპორტზე 80 მილონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 29 მილიონ დოლარამდე დაეცა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლიდან ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გასაზრდელად, გარკვეული პროექტების განხორციელება დაიწყო, რაც, საბოლოოდ ღვინის ექსპორტის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის 3 მილიონ 612 ათასი ლარი გაიღო, აქედან 2 მილიონ 262 ათასი ბოლო ორ წელს დაიხარჯა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წელს მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სახელმწიფომ 600 ათასი ლარი დახარჯა. აქედან 27 ათასი ლარი ფრანგულ ჟურნალ „Sommelier International"-ის საახალწლო ნომერში, ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას მოხმარდა. ლონდონის ღვინის მუზეუმთან ურთიერთობის აწყობა სახელმწიფოს 104 ათასი ლარი დაუჯდა. აშშ-ში მოეწყო ღონისძიებები სახელწოდებით „Discover Georgian Wines", რისთვისაც 252 ათასი ლარი დაიხარჯა.
2009 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის პოპულარიზების სხვადასხვა ღონისძიებებისათვის 750 ათასი ლარი გამოყო, აქედან 332 ათასი დაიხარჯა. ეს თანხა სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას მოხმარდა, გარდა ამისა, 40 ათასი ლარი დაიხარჯა ლონდინში ქართული ღვინის შესახებ ჟურნალის გამოცემაზე.
2010 წელს ღვინის საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველაზე მეტი ფული დახარჯა. ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ლონდონისა და ტორონტოს ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე. ლონდონის ღვინის მუზეუმში ფართის საქირავებლად სახელმწიფომ 36 ათასი ლარი გადარიცხა, ჯამში, ამ ყველაფრისათვის 203 ათასი ლარი დაიხარჯა.
2010 წლის ივლისში საქართველომ „მსოფლიო ღვინის კონგრესს" უმასპინძლა. ღონისძიებისათვის 1 მილიონ 406 ათასი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, „სამტრესტს" უფლება მიეცა, კონგრესისთვის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განეხორციელებინა. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა კი ღონისძიების ორგანიზება, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კომპანია „ჯორჯიან ივენტსს" დაავალა და 1,4 მილიონი ლარი მთლიანად მას გადაურიცხა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „ჯორჯიან ივენტსის" 100%-იანი წილი, კომპანია „ჯორჯიან ჰოსპითალითი გრუპს" ეკუთვნის. ამ უკანასკნელის მეწილეთაგან ერთ-ერთი, დათუნა რაქვიაშვილი იმ დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მეორე, საბა კიკნაძე კი ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარეა.
26 ოქტომბერს ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის საკითხს პრემიერ მინიტრიც შეეხო, რომელმაც, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ექსპორტის საკითხი დადებითად შეაფასა. ნიკა გილაურის განცხადებით, 2010 წელს ექსპორტზე 50 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, უფრო მეტი, ვიდრე ემბარგომდე გადიოდა. მისივე თქმით, 2011 წელს ექსპორტზე უკვე 18 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული. მაგრამ სხვას ამბობს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია. საქსტატის მონაცემებით, 2005 წელს ექსპორტზე გასულმა ღვინის ღირებულებამ 80 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2010 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ ნახევარი, 40 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის მაქსიმალური იმპორტის მაჩვენებელი, რასაც საქართველომ ემბარგოს შემდეგ მიაღწია.
სოფლის მეურნეობის საკითხების ექსპერტი - პაატა კოღუაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ ალტერნატიული ბაზრების მოძიების არასწორი გზა აირჩია. მისი მოსაზრებით, ევროკავშირის ბაზარზე ქართულ ღვინოს ფეხის მოკიდების ნაკლები შანსი აქვს:
„ევროკავშირი არა მარტო ღვინის ყველაზე დიდი მომხმარებელია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელიცაა. ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონ ტონამდე ღვინო ეძებს მყიდველს. ევროკავშირი თავად ახორციელებს ღონისძიებებს, რომ მისმა წევრმა ქვეყნებმა ღვინის წარმოება შეამცირონ."
ექსპერტის თქმით, ქართულ კომპანიებს ევროპული ღვინოებისათვის კონკურენციის გაწევა უჭირთ და ამიტომ აქცენტი გეორგაფიული ადგილწარმოშობის პროდუქციაზე უნდა გაკეთდეს.
„საქართველო ევროპული ტიპის ღვინოებით ადგილს ვერ დაიმკივიდრებს ევროკავშირში, რომელსაც ამის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია. ჩვენ თუ იქ შევალთ, უნდა შევიდეთ ჩვენი ტრადიცული განსხვავებული ღვინით. ამიტომ დაიწყო ბოლოს დროს ჭურის ღვინის პროპაგანდა. მსოფლიოში არსებობს ღვინის დაყენების 3 წესი. ევროპული, კახული და იმერულ-რაჭული, აქედან 2 ქართულია. აქცენტები სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ, ეს არის ბაზარზე შესასვლელი ერთადერთი გზა," განმარტავს კოღუაშვილი.
კოღუაშვილი არასწორს უწოდებს სამტრესტის პოლიტიკას ღვინის ამერიკისა და აზიის ბაზარზე რეკლამირების შესახებ. "ქართულ ღვინოს ყველაზე მეტი შანსი პოსტსაბჭოთა და ბალტიისპირა ქვეყნების ბაზარზე აქვს, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ."


Civil.ge - „საქსტატის" მონაცემების თანახმად, ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37.7%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და მისმა საერთო ღირებულებამ 54.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა ხუთი წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა, თუმცა, ის კვლავ ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულ მაჩვენებელს, როდესაც 2005 წელს ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 81 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია.
ნოემბრის დასაწყისში ქართულმა ღვინოებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს – ჰონგ კონგში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე მათ რამდენიმე ღირსშესანიშნავი ჯილდო დაიმსახურეს. ჩვიდმეტი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლის, ერთი ოქროს მედალი და გრან-პრი – ეს ის ჯილდოებია, რომლებიც ამ ფესტივალზე მათ სადებიუტო გამოჩენას ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება არა მხოლოდ პირველი მცდელობის ფონზეა მნიშვნელოვანი. გასათვალისწინებელია დიდი კონკურენციაც (კონკურსში რვა ათასზე მეტი ღვინო იყო იღებდა მონაწილეობას, ყოველწლიურად კი მასში ათას ხუთასამდე ცნობილი ღვინის ბრენდია ხოლმე წარმოდგენილი), ასევე ისიც, რომ წელს მხოლოდ ოცი გრანპრი გაიცა, რომელთაგან ერთ-ერთი "ქინძმარაულის მარანის" მუხაში დაძველებულმა საფერავმა მიიღო, ასევე ოქროს მედლით დაჯილდოვდა "შატო მუხრანის" ჭაჭა. შედარებისთვის, იტალია ასევე მხოლოდ ერთი ოქროს მედლის, შეერთებული შტატები კი ორის მფლობელი გახდა. აქედან გამომდინარე, საქართველო სპირტიანი სასმელების ნომინაციაში საუკეთესო ათეულში მოხვდა, რაც ასეთი მასშტაბების ფესტივალზე ნამდვილად ძალიან სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
ჰონგ კონგის ფესტივალი ძირითადად იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ყოველწლიურად თოთხმეტი ათასზე მეტი მყიდველი იყრის თავს. რაც უმთავრესია, ჰონგ კონგი ის ადგილია, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს და მას გარკვეულ ტენდენციებსაც კარნახობს. კონკურსში გამარჯვებულ სასმელებზე მოთხოვნა იზრდება შორეული აზიის სხვა ქვეყნებშიც. როგორც მოგვიანებით პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა: "ყველაზე მეტი ღვინო ჩინეთში ჰონგ-კონგიდან შედის. შესაბამისად, ეს არის ათობით ათასი (თუ მილიონობით არა) მომხმარებელი. ეს არის მილიარდობით დოლარი საქართველოსთვის და ეს არის ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ჩინური კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში და ხელს მოაწერენ ბევრ ხელშეკრულებას, რაც სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს".
Invest in Georgia-ში ამბობენ, რომ ჰონგ-კონგის ფესტივალზე მონაწილეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აზიაში სავაჭრო პარტნიორის მოძიებისთვის. ამიტომ, ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის 2011 წლის სტრატეგიული გეგმის (ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით) პირველი პრიორიტეტიც სასმელების მწარმოებელთა ხელშეწყობას წარმოადგენდა, ერთ-ერთ პუნქტად კი სწორედ ალკოჰოლური სასმელების Hong Kong International Wine&Spirits Fair-ში მონაწილეობა იყო შეყვანილი, რაც, როგორც უკვე ვნახეთ, სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
როგორც სოსო კობახიძემ გვითხრა, ქართული ღვინის გამარჯვებას რამდენიმე კარგი შედეგი მოჰყვება. პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართულ ღვინოს უფასო რეკლამა გაუკეთდება. საყურადღებოა ისიც, რომ ჰონგ-კონგის პრესტიჟულ რესტორნებში, სადაც ელექტრონული მენიუ კერძისა და ღვინის ხუთ ძირითად შეხამებას გიჩვენებს, ერთ-ერთი სწორედ "ქინძმარაულის მარანის" მუხაში დაძველებული საფერავი იქნება. უმთავრესი ალბათ მაინც ისაა, რომ აღნიშნული მოვლენის შემდეგ ქართული ღვინოების მიმართ ინტერესი ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ნოემბერში თბილისში დაგეგმილ ქართული სასმელების გამოფენაზე აქამდე ჰონგ-კონგიდან ჩამოსვლის მსურველი დისტრიბუტორების რიცხვი მცირე იყო, ამჯერად სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ჩამოსული სტუმრები კი ალბათ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან ქართული ალკოჰოლური სასმელებით, რადგან ფესტივალზე ისინი მთელი მრავალფეროვნებით არ ყოფილა წარდგენილი. სავარაუდოდ, ნოემბრის გამოფენას ესტუმრება ლიზა პეროტი-ბრაუნი, რომელიც ჰონკ-კონგში აღიარებული ღვინის ექსპერტია. კარგი სიახლე გახლავთ ისიც, რომ შორეული აზიის ქვეყნების ბაზრები უკვე რეალურად დაინტერესდნენ ქართული ღვინის გაყიდვით, კონკრეტულად კი უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ჩვენი პროდუქციის ტაივანში გატანაზე.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები ნაკლებად აცნობიერებენ იმას, თუ რა დიდი მოგების მოტანა შეუძლია აზიის ბაზრის ათვისებას. დღეს ჩინეთში ქართული ღვინის მხოლოდ ორი დისტრიბუტორია. რაც ყველაზე დასანანია, საქართველოში არ არსებობს რეალური და რაც მთავარია, დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ რეგიონში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდა. აზიური ღვინის ბაზარი კი ის ფენომენია, რომლის მსგავს მაგალითსაც მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში იოლად ვერ მოძებნით. რთულია გაიხსენო შემთხვევა, როცა გარკვეული სეგმენტის ბაზარი ასე სწრაფად გაზრდილიყოს. ღვინოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა აქ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მართალია, აზიელების გემოვნება, ისევე როგორც სმის მათი წესი განსხვავებულია, თუმცა ყველა ჩინელი ღვინოს გაზიან სასმელებთან ერთად ნამდვილად არ ურევს. ყველაზე მოთხოვნადი აქ ხარისხიანი, ძვირფასი ღვინოებია, მაგალითად ბორდო, რომელიც ყოველწლიურად მხოლოდ ჩინეთში ასეული ათასობით ჰექტოლიტრი იყიდება. ზოგადად კი, შორეულ აზიაში ყველაზე მეტად წითელი, რბილი ღვინოები მოსწონთ, რის შეთავაზებაც ქართულ კომპანიებს ნამდვილად შეუძლიათ.
ამასთან, ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა შთამბეჭდავ რიცხვს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ქართული ექსპორტი ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაინც ვითარდება. შემოსავალი 2007 წლის თორმეტი მილიონიდან 2010 წელს ოცდაცხრამეტ მილიონამდე გაიზარდა. ცხადია, ეს დამაიდებელი მონაცემებია, თუმცა ეჭვგარეშეა ისიც, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელების გასაღებისთვის ამ რეგიონში უფრო დიდი პერსპექტივებიც არსებობს. თუ ქართულმა მხარემ აზიის ბაზრის ათვისება დაიწყო, ეს უკანასკნელი შესაძლოა რუსეთის ბაზრის კარგი შემცვლელი გახდეს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მოგებაც დიდი იქნება და ის ფაქტიც, რომ აქ უფრო მაღალი ხარისხის ღვინოზეა მოთხოვნა, ზოგადად დადებითად იმოქმედებს ქართული მეღვინეობის განვითარებაზე. სამუშაო ადგილების გაზრდა კი ის თემაა, რომელზე საუბარიც ამ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა, რადგან ჯერჯერობით ყველაზე პრიორიტეტული სწორი მარკეტინგული და პიარ-გეგმის შემუშავება და კონტაქტების დამყარება უნდა გახდეს.
ქართველებზე უკეთ ეს, ალბათ, მოლდოვეთში იციან. ორიოდე თვის წინ ღვინის ავსტრალიელი ექსპერტი ჯონ უიქსი USAID-ის პროექტის ფარგლებში მოლდოველ მეღვინეებს შეხვდა. შეხვედრის საგანგებო მიზეზი ჩინეთში ღვინის ექსპორტირების საკითხი იყო, რომელზეც მათ უიქსისგან საყურადღებო და ჭკვიანური რჩევები მიიღეს. მართალია, ჩინეთის ღვინის ბაზარი ძალიან დიდია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ რთულიც, ამიტომ იქ მოხვედრა და წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა წინასწარი მომზადებისა და რეკომენდაციების გარეშე არა მხოლოდ არაგონივრული, უიმედო წამოწყებაცაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი ღვინო რომელიმე იქაურ კონკურსზე იმარჯვებს.
ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ 2015 წლამდე ჩინეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვები კიდევ 25%-ით გაიზრდება. კარგი იქნება, თუ გარკვეულ ადგილს აქ ქართული პროდუქციაც დაიკავებს. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ქართული ღვინო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ისეთი ქვეყნების დაინტერესებას, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენას მაქსიმალურად შეძლებს და ნაკლები მოთხოვნა იქნება წითელ, ტკბილ ღვინოებზე. რადგან ეკონომიკაში მოთხოვნა მიწოდებას განაპირობებს, გამოსავალი ისღა რჩება, რომ ქართველმა მყიდველმა თავის თავზე აიღოს ინდივიდუალური ხასიათის მქონე გამორჩეული ღვინოების გასაღება.
© ღვინის კლუბი/Week
ღვინო ფალსიცირება

გერმანიაში ქართული ღვინოების "წინანდალისა" და "ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა.
როგორც "საქპატენტის" თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, გერმანიაში "წინანდალისა" და "ქინძმარაულის" დასახელებით ღვინოები რეგისტრირებული კომპანია "მოსქოვ ვაინს ენდ სპირითსის" აქვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის წინააღმდეგ გერმანიის საპატენტო უწყებაში სარჩელი უკვე შეტანილია.
მისი თქმით, ქართულ მხარეს ყველა სამართლერივი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხებზე იდაოს.
12:11:24
ამ უკანასკნელ ხანებში ქართულ მედიასაშუალებებში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ საფრანგეთში ქართული პროდუქცია - უფრო კონკრეტულად კი, ”საფერავი”, ჩურჩხელა და ხაჭაპური - სომხური ბრენდის სახელით იყიდება. სომხეთის მეღვინეთა კავშირი ქართული მხარის ბრალდებას, რომ საფრანგეთში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ საფერავი ყურძნის ჯიშია და არავითარი საერთაშორისო დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ყურძნის ჯიშს რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებად აცხადებდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის იურისტი ანდრო ასლანიშვილი საფრანგეთში აღმოჩენილი ე.წ. სომხური საფერავის წარმოშობის ალბათობაზე ლაპარაკობს. საფერავი არის ვაზის ჯიში, დაცვას კი ექვემდებარება ადგილწარმოშობის დასახელებები, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული აღნიშვნა, რაც ნიშნავს იმ მიკროზონას, სადაც მზადდება განსაკუთრებული ხარისხის ღვინო - ქინძმარაული, ხვანჭკარა და ა.შ. ანუ დაცვას ექვემდებარება გეოგრაფიული აღნიშვნა და არა ვაზის ჯიში. აქედან გამომდინარე, ის, რომ მე საფერავის ჯიში ჩავყარო სხვა ქვეყანაში და ეტიკეტზე დავაწერო, რომ ეს ღვინო მოდის იმ კონკრეტული ქვეყნიდან, ეს თავისთავად დარღვევა არ არის”.

ანალოგიურ საკითხზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „საქპატენტის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება კონკრეტულ შედეგებზე საუბარი:

”ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის მხრიდან ხდება ქართული ბრენდების გამოყენება, მედიამ გაავრცელა, ამიტომ ამ ფაქტის დადასტურება ჯერჯერობით არ შემიძლია. შევისწავლით ფაქტებს და იმის მიხედვით მოხდება რეაგირება. ისე კი უნდა ითქვას, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის ნიშანი და ვაზის ჯიში და ისინი სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმებით რეგულირდება”.

უცხოეთში ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტები რომ არცთუ იშვიათი შემთხვევაა, ამას ადასტურებენ როგორც სახელისუფლებო სტრუქტურები, ისე თავად მეღვინეები. ანდრო ასლანიშვილის თქმით, ბულგარეთსა და ისრაელში აღმოჩენილი ქართული ხვანჭკარისა და ქინძმარაულის, ასე ვთქვათ, გამოხსნა სასამართლო დავების შედეგად გახდა შესაძლებელი:

”ბულგარეთსა და ისრაელში გაიგზავნა რუკები და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ეს იყო ადგილწარმოშობის დასახელება და არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ის, როგორც სასაქონლო ნიშანი, ისე დაერეგისტრირებინა. დავები, რა თქმა უნდა, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა და ჩვენი ადგილწარმოშობის დასახელებები დავიბრუნეთ”.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ღვინის დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს გასული წლის ზაფხულში ევროკავშირთან დადებულ ორმხრივ შეთანხმებას, რომლითაც უზრუნველყოფილია ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა. საქართველოს შემთხვევაში ეს მოიცავს 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს. მათ შორის არის მუკუზანი, ხვანჭკარა, ქინძმარაული, მანავი.

მეღვინე გივი ნიკოლაშვილის აზრით, იმისათვის, რომ ქართულმა ღვინომ უცხოურ ბაზარზე მძლავრად მოიკიდოს ფეხი და არ მოხდეს მისი ფალსიფიცირება, აუცილებელია ხელისუფლების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება ღვინის რეკლამირების კუთხით. ის რადიო თავისუფლებას საკუთარ ოჯახურ გამოცდილებაზე ესაუბრება:

”1200 ბოთლი ღვინო გავყიდეთ კანადაში, მაგრამ ეს ისეთი შრომატევადი საქმე იყო, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით. არავინ არ იცოდა იქ ქართული ღვინის შესახებ. აჩვენონ უცხოელებს მასალები, რომ ჩვენთან 7000 წლის წინანდელი წიპწა და 8000 წლის წინანდელი ქვევრია აღმოჩენილი და დამიჯერეთ, თუკი ჩემმა შვილმა იმას მიაღწია, რომ კანადაში ძალიან ბევრ ადამიანს გააცნო ქართული ღვინო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე ეს გაცილებით ეფექტურად გაკეთდება”.

გიორგი ჟვანია, კომპანია ”ტიბანელის” წარმომადგენელი, ორ წელზე მეტია ქართულ ღვინოს გერმანიის ბაზარს აცნობს, სადაც, მისი თქმით, არა ერთი და ორი ფალსიფიცირებული ქართული ღვინის ბოთლი აღმოუჩენია:

”შემიძლია გითხრათ, რომ ე.წ. რუსულ მაღაზიებში იყიდება ძალიან ბევრი გაურკვეველი წარმოშობისა და დასახელების ე.წ. ქართული ღვინო”.

მისივე თქმით, ევროპულ ბაზარზე მოიპოვება ნიშა, რომლის შევსებაც ნამდვილ ქართულ ღვინოს წარმატებით შეუძლია:

”ამ ბაზარზე არის ძალინ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც აინტერესებთ ახალი პროდუქტი. მათ არ იციან, რომ ასეთი პროდუქტი არსებობს და ეს არის ქართული ღვინო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან პოტენციურად ეს არის ჩვენი ბაზარი”.

ევროპულ ბაზარზე ფალსიფიცირებული ქართული ღვინო აღმოაჩინეს. ვილნიუსში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქართული "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა" ბულგარული წარმოების ღვინოების განყოფილებაში იყო.
ქართველმა სპეციალისტებმა ღვინოები შეიძინეს და საქართველოში შესამოწმებლად ჩამოიტანეს. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვილნიუსში ნაყიდი ღვინოები ფალსიფიცირებული და არაქართული წარმოებისაა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტო სპეციალურ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით ვილნიუსში გადაიგზავნება, რათა მომხდარზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს და მომავალში ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინოების ფალსიფიცირების შემთხვევები გამოირიცხოს.
მეგრული ღვინო



ნოემბრის ბოლოს “ღვინის კლუბი” სამეგრელოში გავემგზავრეთ ექსპედიციაზე. ნოემბრის ბოლო ის პერიოდია, როდესაც სამეგრელოში ოჯალეშის რთველია გაჩაღებული. მართალია სიტყვა “გაჩაღებული” ზუსტად ვერ ასახავს თანამედროვე მდგომარეობას, რადგან საუბარია უმცირეს რაოდენობებზე და პატარ-პატარა “კუნძულებზე” გაშენებულ ვენახებზე, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ მალე ვითარება შეიცვლება. “ღვინის კლუბი” სწორედ იმ იმედით დადის რეგიონებში, რომ მალე ქართული მევენახეობის ყველა კუთხეში გაჩნდება დამოუკიდებელი ცენტრები, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ჯიშებზე და ტრადიციებზე იქნება ორიენტირებული.
სამეგრელოში პირველ რიგში მარტვილის მონასტერს ვესტუმრეთ. ჭყონდიდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე პეტრე მართალია მარტვილში არ დაგვხვდა, მაგრამ მისი შეწევნით ჩვენმა ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა. ღამე იქვე მარტვილის მონასტერში გავათიეთ, დილით კი, სალხინოს გზას დავადექით, სადაც ღვთისმშობლის შობის მონასტერში უკვე მამები გველოდნენ.
სალხინო მეგრული მეღვინეობის ცენტრია. ასე იყო საუკუნეების მანძილზე და ასეა ახლაც. მართალია აქ ბევრი რამეა შეცვლილი, მაგრამ ტრადიციის უწყვეტობა მაინც სახეზეა. ღვინოს აქ დღესაც აყენებენ. ოჯალეშიდან ბერები გემრიელ მშრალ ღვინოს წურავენ, რომელსაც სალხინოშივე აძველებენ, ძველ, დადიანების მარანში. ეს მარანი ბოლო წლებში აღადგინეს, შეიძლება ითქვას, ახლიდან ააშენეს, მარნის გარშემო ახალი ვენახებიც ჩაყარეს მამებმა, თუმცა ყურძნის ძირითად ნაწილს მაინც მოსახლეობისგან იბარებენ.
ცხადია, ოჯალეშის წარმოების აღდგენით დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ მამების მონდომება საქმეს ვერ უშველის. ადგილობრივმა ხელისუფლებმაც და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მხარეში მეღვინეობა აღორძინდეს. სულ რაღაც 2-3 მცირე მარნის გამართვა და რამდენიმე ჰექტარზე ახალი ვენახების გაშენება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქმე დაიძრას. მითუმეტეს, ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია განსაკუთრებულ პროდუქტზე, ოჯალეშზე, რომელსაც არც ლეგენდა აკლია და ხარისხითაც გამორჩეული დგება, რაც საშუალებას მისცემს მომავალ ფერმერს სარფიანად გაყიდოს თავისი ნაწარმი. ამისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო სამუშაოები არაა საკმარისი, საჭიროა ნივთიერი დახმარებაც, რომელიც პირველ ეტაპზე ძალიან დაეხმარება დამწყებ მევენახეს.
ამ თემას ჩვენ კიდევ არაერთხელ შევეხებით, მანამდე კი თვალი მინდა გადავავლოთ მეგრული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს, რომელიც ალბათ ერთ-ერთ ყველაზე არქაულ კერას წარმოადგენს საქართველოში. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ ვიცით, ასევე ხშირად საუბრობდნენ აქაურ ღვინის კულტურაზე ევროპელი მოგზაურებიც და ამ კულტურის ნიშნები დღევანდელ ყოფაშიც ჩანს.
დავიწყოთ იქიდან, რომ სამეგრელოს ტრადიციული მევენახეობა სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რასაც აღმოსავლეთ საქართველოში ან თუნდაც იმერეთში მისდევდნენ. საქმე ისაა, რომ XIX საუკუნის 70-80-იან წლებამდე აქ დაბლარ ვენახებს თითქმის ვერ ნახავდით. ვენახების ლამის 100% ხეებზე იყო გაშვებული, მხოლოდ მაღლარის სახით გვხვდებოდა და აქაური ღვინო, ჯიშური მრავალფეროვნების და ტექნოლოგიის გარდა, კიდევ ამიტომაც განსხვავდებოდა საქართველოს დანარჩენი ღვინოებისგან.
მაღლარის ვაზი ყველაზე ხშირად თხმელაზე და ხურმაზე იყო გაშვებული, ასევე კარგი იყო იფანი, რცხილა, თუთა და ხილის სხვა ხეები. მთიან ადგილებში ვაზი შედარებით დაბლა იყო გაშვებული, ბარში კი უფრო მაღალზე. დასამწიფებლად ყურძენს ხეებზე ძალიან დიდხანს ტოვებდნენ ხოლმე, საგვიანო ჯიშების კრეფას დეკემბრის დასაწყისიდან იწყებდნენ, იყო შემთხვევები, როდესაც თებერვლამდე დაუტოვებიათ მტევნები. ამის შესახებ, 1896 წელს ერმილე ნაკაშიძის მიერ გამოქვეყნებულ მოზრდილ ნარკვევში ვკითხულობთ, ამავე ნარკვევიდან ვიგებთ, რომ პირველი დაბლარების გაშენება სამეგრელოში სალომე დადიანის მეუღლეს, პრინც აშილ მიურატს და თავად დიმიტრი დადიანს დაუწყიათ და თავიდან ბევრ წინააღმდეგობასაც შეხვედრიან.
მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ დაბლარი დაუშვებელი იყო სამეგრელოში, ამბობდნენ, დაბლარზე მოწეული ყურძნიდან უინტერესო და უკბილო ღვინო დგებაო. მაგრამ რამდენიმე ადამიანის ძალისხმევამ მალე დაარწმუნა ყველა, რომ დაბლარის ყურძნიდან ისეთივე შინაარსიანი ღვინო დგებოდა, როგორც მაღლარიდან. ამას ამბობდა თავად ერმილე ნაკაშიძეც, რომელმაც ზუსტი მონაცემები შემოგვინახა იმ წლების შესახებ. მისი კვლევიდან ვიგებთ, რომ 1875 წელს გურია-სამეგრელოში საერთოდ არ იყო დაბლარი და 20 წლის განმავლობაში ამ მხარეში 370 ჰექტარი დაბლარი გაშენდა. პირველ რიგში რა თქმა უნდა გურიაში იაკობ მარისა და სამეგრელოში აშილ მიურატის თაოსნობით.
მიურატის მიბაძვით სხვებმაც გააშენეს ვენახები. თავიდან, როცა დაბლარის მოვლა არავინ იცოდა, მომვლელებად იმერლები ჩამოჰყავდათ, რომლებიც კარგად ერკვეოდნენ ამ საქმეში და რამდენიმე წელიწადში სამეგრელოშიც დაეუფლნენ მევენახეობის ყველაზე კულტურულ ფორმას. სხვათა შორის, უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ახლაც, სალხინოში ახალშენ ვენახებს წარმოშობით იმერელი ბერები უვლიან.
აშილ მიურატი ღვინით სერიოზულად 1889 წელს დაკავდა. მას მეურნეობა ორგან ჰქონდა მოწყობილი, ზუგდიდთან, ჭკადუაშში და სალხინოში. სალხინოში საუკეთესო კირქვიანი ნიადაგებია ოჯალეშისთვის და დადიანების სასახლესთან ახლოს, იმ ადგილებში, სადაც ადრე მთლიანად მაღლარზე, მხოლოდ ხურმის ხეებზე იყო გაშვებული ვაზი, მიურატმა მთლიანად დაბლარზე გაუშვა ოჯალეში. პრინცმა თურმე დაახლოებით 15 ჰექტარზე გაკაფა ეს ხეები და ახალი ვენახი ჩაყარა, რომლითაც შემდეგ საბჭოთა პერიოდშიც სარგებლობდნენ. ვენახები ტერასებად იყო განლაგებული თურმე, მცირედი დაქანება კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ჰქონდა. გარდა ოჯალეშისა, მიურატმა კრახუნას (კრახუნა მართალია ისეთი ძლიერი ვერ იყო, როგორც იმერეთში, სვირში, მაგრამ ბევრის აზრით, სამეგრელოში მისგან იმერულზე უფრო არომატული ღვინო დგებოდა), ციცქას, შავასა და რკოს ნერგებიც გამოიწერა იმერეთიდან (ბაღდათიდან), ზურაბ ყიფიანის ვენახებიდან, ასევე საფერავი და ჩხავერი, ევროპული ჯიშები, მათ შორის, კაბერნე ფრანი, კაბერნე სოვინიონი, მურვედრი და ფოლ-ბლანში. მოაწყო ამერიკული საძირეების საშენიც, რათა ფილოქსერასგან დაეცვა ვაზი. მიურატმა 4 წელიწადში, 1893 წელს პირველი ოჯალეშიც დააყენა, რომელიც ტფილისში პროფესორმა მარიონმა გასინჯა და თქვა, რომ ის საუკეთესო ღვინო იყო, რაც კი მას კავკასიაში დაულევია.
ჭკადუაშში აშილ მიურატს მუხის კასრების სპეციალური საამქრო ჰქონდა გამართული, სადაც მრავალნაირი ჭურჭელი მზადდებოდა, მუხის სადუღარი როფები, ვედროები, კასრები, მისი მარნები აღჭურვილი იყო კლერტგამცლელებით, საჭყლეტებით, წნეხებით, პომპებით და მრავალი სხვა ხელსაწყოთი. სალხინოში ორი მარანი იყო, სადაც ძირითადად ოჯალეში დგებოდა. დღევანდელი ახალი მარნის გვერდით დღემდეა შემონახული ძველი ქვევრების უძვირფასესი კვალი, რომელიც დადიანების ძველი მარნიდან შემორჩა. ეს ქვევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა გამო დაზიანდა, დღეს კი ღია ცის ქვეშაა მოქცეული. როგორც მამებმა გვითხრეს, დაგეგმილია ძველი ნამარნევის მინით გადახურვა, რაც ნაშთებს დაიცავს კიდეც და ტურისტულ დანიშნულებასაც მისცემს.
გიგანტური, 300 კოკიანი ქვევრით იყო განთქმული თავად სალხინოს სასახლეც, რომელსაც “ქვევრის სასახლესაც” უწოდებდნენ და რომელზეც იონა მეუნარგიაც წერდა თავის წიგნში დადიანების შესახებ.
ცხადია, ოჯალეში წამყვანი ჯიში იყო სამეგრელოში, მას მეორე სახელიც ჰქონდა, შონური, ანუ სვანური და იგი ყველაზე მეტად გავრცელებული იყო მდინარე ტეხურისა და აბაშის ხეობაში, სოფლებში სალხინო, წაჩხური, თამაკონი, ვახა, თარგამაული, აბედათი, სკურდი, გურძემი, ნახუნაო... როგორც სალხინოში, დანარჩენ სოფლებშიც ძირითადად სულ კირქვიანი ნიადაგია და სავენახე ადგილები ყველგან მზისკენ იყო მიფიცხებული.
ერმილე ნაკაშიძე ოჯალეშს ბურგუნდიულს ადარებდა. სხეულიანი, მაგარი, ძალიან სასიამოვნო არომატის ღვინოაო. ხშირი გადაღებით კიდევ უფრო მაღალი ხარისხის დგება, დიდხანს ინახება და ტრანსპორტირებას კარგად უძლებსო. ოჯალეშს საბჭოთა პერიოდშიც აწარმოებდნენ 1933 წლიდან მოყოლებული, ოღონდ, ძველი ოჯალეშისგან განსხვავებით, ამას ნახევრადტკბილად აყენებდნენ, ხოლო შემდეგ პასტერიზაციას და სხვ. მრავალ ფოკუსს უტარებდნენ, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევდა. საბჭოთა პერიოდშივე ჩაანაცვლა მეგრული ოჯალეში ცაგერის რაიონში დაკრეფილმა ორბელურმა ოჯალეშმა, რომელიც არსებითად სულ სხვა ჯიშია.
სალხინოში რა თქმა უნდა ჩვენც გავსინჯეთ ოჯალეში, ახალგაზრდა, ახლად დადუღებული წლევანდელი ღვინო ცოცხალი ჟოლოსფერით. ღვინო არ გამოირჩეოდა ფერის დიდი ინტენსივობით, ხასიათდებოდა ძალიან სასიამოვნო მჟავიანობითა და ახალი სურნელებით. ძალიან საინტერესო იქნება რა დადგება მისგან გაზაფხულზე, სააღდგომოდ, როცა ტრადიციულად ფასდება ხოლმე წინა წლის ღვინო. იმედი გვაქვს ღვინოს “ახალი ღვინის ფესტივალზეც ვიხილავთ”. ასევე გავსინჯეთ 2007 წლის ოჯალეში, დამდგარი, დაძველებული ღვინო, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ კიდევ განვითარდება. სამომავლოდ “ღვინის კლუბი” გეგმავს სპეციალური დეგუსტაციაც მიუძღვნას ოჯალეშს, სადაც სალხინოს მარანში დაყენებული ეს ღვინოც იქნება წარმოდგენილი.
სხვა ჯიშებიდან აღნიშვნის ღირსია გოდაათური, კიდევ ერთი გამორჩეული წითელყურძნიანი ვაზი, რომელიცმაგარ, მუქი შეფერვის ღვინოს იძლეოდა, იყო ძალიან არომატული და ხარისხით არაფრით ჩამოუვარდებოდა ოჯალეშს. გოდაათური ძირითადად გავრცელებული იყო სოფლებში – აბედათი, ჟოლევი, ფოცხო, ლესიჭინე, ახუტი, უშაფათი, ხორში, ეკი, ნოქალაქევი. ასევე წითელი ჯიშებიდან გავრცელებული იყო – პუმპულაში, ხარდანი, ტოროკუჩხი, პანეში, კიკაჩა, კოლოში და მრ. სხვ.
თეთრი ჯიშებიდან ჭვიტილური იყო ყველაზე ცნობილი. იგი სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში მოყავდათ, სადაც კი მევენახეობას მისდევდნენ, თუმცა საუკეთესო ღვინოები დგებოდა წალენჯიხაში, საჩინოში, მუხურსა და სალხინოში. ასეთივე გავრცელებული იყო ჩეჭიფეში, რომელიც, ჭვიტილურისგან განსხვავებით ძალიან ადრეული ჯიში იყო და ფერისცვალობას უკვე მწიფდა. ერმილე ნაკაშიძის ნარკვევში ასევე მოყვანილია 50-ზე მეტი სხვა მეგრული ჯიშის დასახელებაც, რომელსაც თან ახლავს გავრცელების ზუსტი არეალი, ანუ იმ სოფლების სია, სადაც ეს ჯიშები მოყავდათ. ჩვენთვის, “ღვინის კლუბისთვის” ეს ინფორმაცია უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს, რადგან სამომავლოდ, სწორედ ამ სოფლებში უნდა დავაბრუნოთ ის გადაშენებული ჯიშები, რომელთაგან ზოგიერთი დღემდეა შემორჩენილი, ბევრი კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა სხვადასხვა საკოლექციო ნაკვეთში. “ღვინის კლუბი” აქტიურად თანამშრომლობს საგურამოს “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრთან”, სადაც არაერთი მეგრული ჯიშია დაცული და სამომავლოდ პირველ რიგში ალბათ სწორედ ამ ჯიშებს დავაბრუნებთ მშობლიურ ადგილებში.
კახური ღვინის 5 ეული


კახურ ღვინოს როცა ვახსენებთ, პირველ რიგში თვალწინ ქვევრი წარმოგვიდგება, მერე იქიდან ფიალით ციმციმ ამოღებული ჯადოსნური სითხე, რომლითაც საუკუნეებია, ვამაყობთ. იქვე შეიძლება სიმღერაც გაგვახსენდეს - "ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!"
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გაგიკვირდებათ – ქართულ ბაზარზე ბოთლში ჩამოსხმული ტრადიციული კახური ღვინო არც თუ ისე ბევრია.
2 აპრილს "ქართული ღვინის კულტურის ცენტრში" "ღვინის კლუბის" მიერ ორგანიზებულ ქვევრის კახური თეთრი ღვინოების დეგუსტაციაზე სულ რაღაც 11 ნიმუში მოგროვდა. ეს კიდევ კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წლის ბოლოს მხოლოდ ამის მესამედი იყო, რის გამოც ქვევრის ღვინის ნიმუშები რეზერვუარებში დაყენებულ "კახურებთან" ერთად ისინჯებოდა.
ამჯერად, ღვინის კლუბმა რეზერვუარული კახური ღვინოების ჭაშნიკი სამომავლოდ გადადო და სადეგუსტაციოდ მაღაზიებში მხოლოდ ქვევრში დაყენებული თეთრი კახური ღვინოები შეიძინა: 1) "ვინოტერა" "მწვანე", 2008 წ. 2) "ელიზბარ თალაკვაძე და შვილები" "წარაფი-კარდენახი" 2008 წ. 3) "ხოხბის ცრემლები" "ქისი", 2009 წ. 4) "ხოხბის ცრემლები" "რქაწითელი", 2009 წ. 5) "ხოხბის ცრემლები" "მწვანე", 2009 წ. 6) "ვინივერია" "ქისი", 2005 წ. 7) "თელავის ღვინის მარანი" "სატრაპეზო – 10 ქვევრი", 2007 წ. 8) "ვაზი +" "ბინეხი – კახური ქვევრის" (მოსავლის წელი არ აწერია). 9) "ვინოტერა" "ქისი", 2006 წ. 10) "ვინოტერა" "რქაწითელი", 2009 წ. 11) "ბადაგონი" "ალავერდის ტრადიციები", 2007 წ.
დეგუსტაცია ჩატარდა დახურულად, ისე, რომ მონაწილეებმა მხოლოდ ამა თუ იმ ნიმუშის მოსავლის წელი და ჯიშური შემადგენლობა იცოდნენ. ღვინოები ოცქულიანი შკალით შეფასდა (3 – ფერი, 7 – სურნელი, 10 – გემო).
ბოლო ხანს ქვევრის კახური ღვინოების რაოდენობის გარდა, მისი დამზადებისას გამოყენებული ვაზის ჯიშების სპექტრიც გაიზარდა. წინა წლებში თუკი მწვანე კახურს ძირითადად რქაწითელთან კუპაჟში იყენებდნენ, რამდენიმე კომპანიამ კახური წესით ახლა მხოლოდ ამ ჯიშის ვაზის ყურძნისგან დააყენა ღვინო. თანდათან პოპულარული ხდება მივიწყებული ჯიში - ქისი, რომელიც ქვევრის კახურ ღვინოში სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენს.
ღვინის კლუბის სურვილი იყო, დეგუსტაციაში ზოგიერთი ღვინის ავტორსაც მიეღო მონაწილეობა, რათა პარალელურ რეჟიმში გამართულიყო დისკუსია თემაზე - როგორი უნდა იყოს ქვევრის კახური ღვინო დღეს. საქმეში ჩაუხედავ კაცს შეიძლება გაუკვირდეს, ამას რა კითხვა უნდაო, მაგრამ დეგუსტაციამაც დაადასტურა, რომ ქვევრის კახური ღვინო სხვადასხვა მეღვინეს სხვადასხვანაირად აქვს წარმოდგენილი. ძირითადად კი ორი ბანაკია გამოკვეთილი – ერთნი ქვევრის ღვინოს მხოლოდ მამა-პაპური წესით, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაყენების მომხრენი არიან, მეორენი კი პრობლემას ვერ ხედავენ, თუკი ქვევრის ღვინოს არომატწარმომქმნელი სელექციური საფუარებით, ენზიმებით და სხვა თანამედროვე საშუალებებით "გააკეთილშობილებენ". მეღვინეთა განსხვავებული მიდგომები ჩანს ტექნოლოგიურ პროცესშიც - ვენახის მოვლიდან და მოსავლის აღებიდან დაწყებული, დადუღებულ ტკბილთან ჭაჭის დაყოვნების ხანგრძლივობით დამთავრებული. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ვენახი ბიოწესებით უნდა იყოს მოვლილი - მხოლოდ შაბიამნით უნდა შეიწამლოს, ბალახი ხელით გაითიბოს, ყურძენი ფიზიოლოგიურ სიმწიფეში დაიკრიფოს, ზოგიერთს კი არ ესმის, ვენახების შეწამვლისას რატომ უნდა თქვას უარი სისტემური პრეპარატების გამოყენებაზე ან მომძლავრებული ბალახის პესტიციდებით განადგურებაზე, რაც შრომის პროცესს ერთი-ორად აიოლებს.
ამ საკითხებზე დისკუსია მით უფრო მძაფრდება, რაც უფრო მეტი დასახელების ქვევრის კახური ღვინო გამოდის ბაზარზე და რაც უფრო იზრდება კონკურენცია კომპანიებს შორის. პრობლემები იმდენაც აქტუალური და სასწრაფოდ გადასაწყვეტი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ ქვევრის გულშემატკივრებმა ქვევრის ფონდი დააფუძნეს. ფონდის დამფუძნებლები არიან: "ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი", ასოციაცია "ქვევრის ღვინო", "ღვინის კლუბი" და ასოციაცია "ქართული ღვინო". ქვევრის ფონდი აქტიურად ითანამშრომლებს "ქართული ღვინის კულტურის ცენტრთან", რომელიც გასულ წელს ბახტრიონის ქუჩაზე გაიხსნა და უკვე იქცა ღვინის კულტურის ერთ-ერთ კერად თბილისში. "ღვინის კლუბმაც" სწორედ აქ გადაწყვიტა ქვევრის კახური თეთრი ღვინოების დეგუსტაციის მოწყობა. დეგუსტაციაში ქვევრის ფონდის დირექტორი, "ღვინის კლუბის" წევრი, ენოლოგი გოგა თევზაძეც მონაწილეობდა. სამწუხაროდ, მოწვეულ მეღვინეთა დიდმა ნაწილმა დეგუსტაციაში მონაწილეობა ვერ მიიღო და დისკუსიაც, როგორსაც ველოდით, არ შედგა.
დეგუსტაცია განსაკუთრებული სიურპრიზით არ დასრულებულა, თუ არ ჩავთვლით "ვაზი +"-ის ღვინის – "ბინეხი, ქვევრის კახური" მეორე ადგილს, რომელმაც თვით ქვევრის ღვინოებით სახელგანთქმული ბრენდების – "ხოხბის ცრემლებისა" და "ვინოტერას" ღვინოებს გაუსწრო. "ბინეხი – ქვევრის კახური" სწორედ ისეთი ღვინოა, როგორსაც ქვევრის ტრადიციული კახური ღვინის მომხრეები არატიპურად მოიხსენიებენ. დეგუსტაციის მონაწილეთა უმრავლესობამ კი ამ ღვინის განსხვავებული თვისებები, განსაკუთრებით – მრავალფეროვანი სურნელი დადებითად შეაფასა.
პირველი ადგილი დიდი უპირატესობით "ბადაგონის" "ალავერდის ტრადიციებმა" დაიკავა. ეს არის გასული წლის პრესტიჟული მსოფლიო კონკურსის - "დეკანტერის" ბრინჯაოს მედალოსანი ღვინო, რომელიც ალავერდის მონასტრის მარნის ქვევრებშია დაყენებული. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ქვევრის კახური თეთრი ღვინოებიდან "ალავერდის ტრადიციები" უკვე იქცა ტრადიციული ქვევრის კახური ღვინის ეტალონად. ამ მიმართულებით ასეთი მაღალი შედეგისთვის ჯერჯერობითAსხვა კომპანიებს არ მიუღწევიათ.
თუმცა, ქვევრის ღვინის აღორძინებასა და პოპულარიზაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით "ხოხბის ცრემლებისა" და "ვინოტერას" (ამჟამად ეს ბრენდი აერთიანებს "შუხმანის ღვინოების" ტრადიციული კახური წესით დაყენებულ ღვინოებს) დამსახურებას. ამ კომპანიების მეღვინეები თამამი ექსპერიმენტებითა და მიზანდასახულობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი წვლილი მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებაში. ამიტომაც დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო "ხოხბის ცრემლებისა" და "ვინოტერას" სამ-სამი დასახელების კახური ქვევრის ღვინო - "მწვანე", "რქაწითელი" და "ქისი".
მაშ ასე, "ღვინის კლუბის" ვერსიით, ქვევრის კახური თეთრი ღვინოების საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
1) "ბადაგონი" "ალავერდის ტრადიციები", 2007 წ. (178 ქულა), 74 ლარი.
2) "ვაზი +" "რქაწითელი", 2009 წ. (155,2), 9 ლარი.
3) "ხოხბის ცრემლები" "ქისი", 2009 წ. (151), 20 ლარი.
4) "ვინოტერა" - "ქისი", 2006 წ. (148,5), 38 ლარი.
5) ვინივერია - "ქისი", 2005 წ. (147), 18 ლარი.
როგორც ხედავთ, ხუთეულში სამი "ქისია", რაც ნიშნავს, რომ უნიკალური ვაზის ქართული ჯიში – "ქისი" უკვე დამკვიდრდა მეღვინეობაში და ახლა თამამად შეგვიძლია, მას გზა დავულოცოთ საერთაშორისო ასპარეზზე. ამავე დროს, საინტერესოა, რომ ქვევრის კახურ თეთრ ღვინოებს შორის უკვე გვაქვს დაძველებული ნიმუშები. მათი დახასიათებისას დადებით კონტექსტში არაერთხელ გაიჟღერა ტერმინმა - "კოლექციური ღვინის ტონები". მეტი სიზუსტისათვის, დავაკონკრეტებ, რომ ეს ღვინოები უკვე ბოთლში ჩამოსხმული დაძველდა და არა ქვევრში, ტრადიციული წესით. ქვევრში დავარგებული კახური თეთრი ღვინოები კი ჯერჯერობით ბაზარზე არ ჩანს. მეღვინეები უპირატესობას უფრო მუხის კასრებს ანიჭებენ, რაც თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ არსებობს არც თუ ისე უსაფუძვლო მოსაზრება, რომ მუხის ტონები კახური ღვინისთვის არატიპურია და სჯობს, იგი ქვევრში ტრადიციული წესით დავარგდეს.
ტიპურობის პრობლემაზე დეგუსტაციაზე ყურადღება გაამახვილა ალავერდის მონასტრის მარნის კონსულტანტმა მეღვინემ, პროფესორმა თეიმურაზ ღლონტმა. მისი თქმით, ქვევრის კახური ღვინოების წარმოებისას ექსპერიმენტებს გამართლება აქვს, თუკი მეღვინეები მივიწყებულ ქართულ ჯიშებზე და მიკროზონების განსაკუთრებულ თვისებებზე გაამახვილებენ ყურადღებას. სხვა მხრივ, უმჯობესია, ქვევრის კახური ღვინო ტრადიციული ტექნოლოგიის მაქსიმალური დაცვით დამზადდეს.
თეიმურაზ ღლონტი, ალავერდის მონასტრის მარნის კონსულტანტი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი:"ქვევრის კახური ღვინოებისათვის ტიპურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ნიმუშების საკმაო ნაწილი გადახრილი იყო ევროპული ტიპის ღვინოებისკენ. ზოგიერთზე ეჭვიც კი შემეპარა, რომ ქვევრში არ იყო დაყენებული. ქვევრის კახურ ღვინოებს არ უნდა აკლდეს სისრულე და სხეულიანობა, არომატსა და გემოში უნდა იყოს მრავალფეროვანი და მდიდარი. ვფიქრობ, არატიპურობას დიდწილად განაპირობებს ტექნიკურ სიმწიფეში დაკრეფილი მოსავალი, ანუ როცა ყურძენი ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ მწიფე არ არის. კახური ღვინო ვერ მიიღება ტექნიკურ სიმწიფეში დაკრეფილი ყურძნისგან - ეს აქსიომაა! ის აქროლადი არომატწარმომქმნელი და ფენოლური ნაერთები, რომელიც გროვდება და წარმოიქმნება ყურძნის ტკბილის ქვევრში სრულ ჭაჭაზე კახური ტიპის ღვინის დადუღებისა და დავარგების პროცესში, ვერ იქნება ტექნიკურ სიმწიფეში დაკრეფილი ყურძნისგან დაყენებულ ღვინოში. ამავე დროს, პრობლემას შექმნის ფიზიოლოგიურად დაუმწიფებელი კლერტიც, რაც დღევანდელ დეგუსტაციაზეც გამოჩნდა, როცა ერთ-ორ ნიმუშს მკვახე ტონები ახასიათებდა. მწიფე კლერტის როლი განსაკუთრებულია კახური ღვინის დაყენებისას. სწორედ მწიფე კლერტია კახური ღვინის ტიპურობისა და მდგრადობის განმაპირობებელი უპირველესი ფაქტორი".
ცხადია, ქვევრის ღვინოების მაღალი ხარისხი ბევრ სხვა ფაქტორზეცაა დამოკიდებული. ვენახის მოვლის, ყურძნის მოსავლის ხარისხისა და მეღვინის პროფესიონალიზმის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის აღორძინებას და განვითარებას, აგრეთვე - ქვევრის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას. სამწუხაროდ, ეს ტრადიციები დაკნინებულია და ქვევრის ღვინის თითოეულ ავტორს წინ ბევრი სამუშაო აქვს მათი მოძიების, გაანალიზებისა და პრაქტიკაში გადმოტანის პროცესში. ყველა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებისა და ტექნოლოგიის დაცვის შემთხვევაში, ქვევრის ღვინის ხარისხიც გარანტირებული იქნება და მომხმარებელსაც აღარ გაუკვირდება ის მაღალი ფასი, რაც დღეს მაღაზიებში ქვევრის ღვინოებს ადევს.
ღვინის მარკეტიუნგი

ღვინის გაყიდვაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას: ხარისხი, დამზადების ადგილი, სარეკლამო კამპანია, გემო... არ შეიძლება იმის თქმა, რომ რომელიმე მათგანი ნაკლებ მნიშვნელოვანია სხვებზე და პირიქით. ყველა ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ერთი და იმავე ხარისხის პროდუქტს ერთსა და იმავე საფასო კატეგორიაში დღეს ერთდროულად შესაძლოა რამდენიმე ათეული კომპანია გვთავაზობდეს. თუ მყიდველი ღვინის მცოდნე და სისტემატური მომხმარებელი არაა, მაღაზიაში შესვლის შემდეგ უპირატესად ორ კომპონენტზე გაამახვილებს ყურადღებას. ფასს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა არ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ის რამდენიმე სხვადასხვა ღვინისთვის საერთოა. მართალია, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს ძვირ ღვინოებს, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მაღალ ფასთან ერთად ხარისხიც ასეთივე იქნება. ეს საკმაოდ გავრცელებული მითია და ზოგიერთ შემთხვევაში რეალობასთან შესაძლოა არც იყოს ახლოს. რაც შეეხება ხარისხსა და გემოს, ბუნებრივია, პროდუქტის შეძენამდე ეს ინფორმაცია უცნობი რჩება. ამიტომ ის ორი კომპონენტი, რომელიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე შეიძინოს კონკრეტული პროდუქტი, არის მის მიღმა არსებული სარეკლამო კამპანია და გარეგანი შეფუთვა.
სარეკლამო კამპანია საკმაოდ ფართო ცნებაა და თავის თავში უამრავ ინსტრუმენტს მოიცავს. როგორ გამოიყენებენ მათ საქმის მცოდნე პიარის სპეციალისტი და მარკეტოლოგი, ეს კონკრეტულ ღვინოზე, კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებსა და სხვა უამრავ გარემოებაზეა დამოკიდებული. ყველაზე აქტიურად ამ საქმეში მაინც სატელევიზიო სარეკლამო რგოლებსა და ბანერებს იყენებენ. ეს, ასე ვთქვათ, ტრადიციული და ნაცადი ხერხია, გახადო პროდუქტი ცნობადი და პოპულარული, სანამ მომხმარებელს მისი გასინჯვის საშუალება ექნება. ეს მეთოდი ბოლო საფეხურია ძალიან რთული და საპასუხისმგებლო მუშაობის პროცესში. ბოლო იმიტომ, რომ სანამ რაიმეს რეკლამირებას მოახდენდე, აუცილებელია რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება.
პირველი რამ, რაც კომერციულად წარმატებული ღვინის შესაქმნელადაა საჭირო, მისი იდენტიფიკაციაა. ინფორმაცია, რომელიც ღვინოს, მის თვისებებს, წარმოების ადგილს და ზოგადად ნაწარმის დადებით მხარეებს მოიცავს, ზედმიწევნით დეტალურ შესწავლას საჭიროებს. მის ანალიზზე უნდა აიგოს გაყიდვების სტრატეგია, ეს დეტალები კი უშუალოდ აისახოს ბრენდის სახელზე, ეტიკეტზე, შეფუთვაზე და ზოგადად, მთლიან სარეკლამო კამპანიაზე. საუბარია ისეთ მარტივ რამეებზე, როგორიცაა იმის ცოდნა, თუ ვინ არის პოტენციური მყიდველი და უბრალოდ, რას წარმოადგენს ბრენდი, რომლის ე.წ. პრომოუშენის გაკეთებას აპირებთ. მაგალითისთვის, თუ მყიდველი დაინტერესებულია ხარისხიანი ყურძნისაგან დაწურული ღვინით, თქვენი ვენახები კი ძალიან კარგი ადგილმდებარეობით და ჯანსაღი გარემოთი გამოირჩევა, მაშინ Bonterra იარლიყზე ზუსტად გათვლილი, სწორი ინფორმაციის მატარებელი სახელია. თუ ამას სარეკლამო კამპანიაში დაურთავთ გზავნილს იმის შესახებ, რომ ბონტერრა – ეს არის ღვინო, რომელიც ბუნებრივ გარემოში გაზრდილი ორგანული პროდუქტით მზადდება, ის აუცილებლად იპოვის თავის მყიდველს.
ამიტომ სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე, მთავარი ამოცანაა განისაზღვროს, თუ რას ეუბნება სახელი მომხმარებელს, რა უნდა იყოს ის მთავარი გზავნილი, რომელიც გაყიდის პროდუქტს და როგორი დიზაინი შეესაბამება იმიჯს, რომელიც ღვინისთვის იქმნება. ამისთვის პროფესიონალი მარკეტოლოგებისა და დიზაინერების მომსახურებაა საჭირო, რაც საკმაოდ შთამბეჭდავ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამაზე ეკონომიის გაკეთება ნამდვილად არ ღირს - ეს ის ინვესტიციაა, რომელიც შემდგომში აუცილებლად დიდ მოგებას მოიტანს.
TI Beverage Group-ის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა, მაიკლ მეჩეტმა, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების შედეგად კარგად იხეირა. მას არ დაუწყია უნიკალური ღვინოების შექმნა და ახალი ჯიშების გამოყვანაზე ზრუნვა. მან უბრალოდ დაამზადა საშუალო ხარისხის ღვინო და სწორად გათვალა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მომხმარებელი. მას სჭირდებოდა სახელი, რომელიც დახლებს შორის არ დაიკარგებოდა და ყურადღებას მიიქცევდა და ღვინოს "Vampire" დაარქვა. ის საკმაოდ პოპულარული ღვინო გახდა ახალგაზრდებში, რომლებიც ზოგადად ღვინის არც ისე აქტიური მომხმარებლები და მცოდნეები არიან. "როცა ახალგაზრდები მაღაზიაში ღვინის საყიდლად შედიან, მათ უბრალოდ დალევა უნდათ. ისინი უყურებენ ღვინის თაროებს, ხედავენ "ვამპირს", რომელიც მათში მღელვარე ასოციაცებს იწვევს. ისინი ვერ ერკვევიან ღვინის სახეობებში და ამიტომ იღებენ "ვამპირს". ასე ჩნდებიან ახალი კლიენტები". აღსანიშნავია, რომ ეს ღვინო ჰელოუინის ღამეს ძალიან პოპულარული ხდება ხოლმე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სახელი საკმაოდ ვიწრო კატეგორიასა და დღესასწაულებზეა გათვლილი, ასეთი ჩარჩოებს კი უარყოფითი მხარეებიც აქვს და ზოგადად, შესაძლოა არც ისე წარმატებული გამოდგეს მარკეტინგული თვალსაზრისით.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს იარლიყსაც. საერთოდ, მომგებიანად ითვლება სადა, უპრეტენზიო იარლიყი, რომელზეც ოდნავ ძველი სტილის კალიგრაფიით იქნება წარწერა. მთლიანობაში ეს სიძველის და დახვეწილობის ასოციაციას ქმნის, თუმცა ასეთი დიზაინი იმდენად პოპულარულია, რომ თითქმის ყველა ღვინის ბოთლზე წააწყდებით, რის გამოც ეს უპირატესობად ვერ ჩაითვლება. სულ სხვა საქმეა ფრანგული ღვინოებისChâteau Mouton-Rothschild-ის დიზაინი. ის აერთიანებს სიძველის, კრეატიულობის და კარგი გემოვნების ასპექტებს, რაც გარდა იმისა, რომ ლამაზია, პოზიტიურად მოქმედებს მყიდველის არჩევანზე. პრინციპი მარტივია: ყოველ წელს Château Mouton-Rothschild ირჩევს რომელიმე მხატვრის შემოქმედებას და ილუსტრაცია იარლიყზე გადააქვს. ამ არისტოკრატული სასმელის იარლიყზე უკვე მოხვდა ისეთი მხატვრების ილუსტრაციები, როგორიცაა სალვადორ დალი, ენდი უორჰოლი, პაბლო პიკასო, ხუან მირო...
მხოლოდ კარგი გემოვნება არ არის ერთადერთი იარაღი, რომელმაც შესაძლოა ღვინოს პოპულარობა მოუტანოს. ზოგიერთ შემთხვევაში ცუდ გემოვნებას უფრო დიდი შემოსავალი მოაქვს. ამას ადასტურებს ღვინის Cycels Gladiator შემთხვევა, რომლის იარლიყზე დახატულმა ქალის შიშველმა გამოსახულებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა, რამაც მათ ვებსაიტზე მნახველებისა და შედეგად, გაყიდვების რაოდენობის ზრდა განაპირობა. სწორედ ამ მიზეზით, ღვინის მწარმოებლები სულ უფრო ხშირად არქმევენ თავიანთ პროდუქტს ისეთ სახელებს, როგორიცაა, მაგალითად, Royal Bitch ან Fat Bastard.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ღვინის პაკეტებში ჩამოსხმა მიღებული და თანაც, პრაქტიკული (არ არსებობს დამტვრევის საშიშროება) გახდა, მომხმარებლის თვალისთვის კვლავ ბოთლია სასიამოვნოდ აღსაქმელი, შესაბამისად, ეს უკანასკნელი უფრო გაყიდვადია. მნიშვნელობა აქვს თავსახურსაც. ბოლო წლებში მეღვინეებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ხრახნიანი თავსახურების გამოყენება. როგორც უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა, მყიდველი მაინც კორპის საცობიან ღვინოებს ანიჭებს უპირატესობას. 100 ყველაზე გაყიდვადი ბრენდიდან 72 სწორედ კორპის საცობს იყენებს. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ამ ასი კომპანიიდან მათი რაოდენობა, ვინც კორპის საცობის გამოყენება დაიწყო, 7,5%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში მათი გაყიდვების რაოდენობამ 10,2%-ით მოიმატა, იმ კომპანიების კი, რომლებიც ალტერნატიულ საცობებს იყენებენ, მხოლოდ 3,2%0-ით. სწორედ ამიტომ, საწარმოები უფრო ხშირად კორპის საცობს მიმართავენ, - ნათქვამია ასოციაცია Cork Quality Councel-ის მოხსენებაში. აღსანიშნავია, რომ მეტალის და პლასტმასის საცობები 10-24-ჯერ მეტ სათბურ გაზს წარმოქმნის, მათი წარმოება კი ხუთჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს. ამ ფონზე გასაგები ხდება იოლად გადამუშავებადი და ნატურალური კორპის საცობების პოპულარობა.
აქვე მინდა გიამბოთ ღვინის მარკეტინგის ახალ მიდგომაზე, რაც სამხრეთ აფრიკის პატარა წარმოებამ, Stormhoek-მა შეიმუშავა. მას შეჰქონდა ღვინოები ბრიტანულ ბაზარზე, რომელიც იმდენად მრავალფეროვანი და დიდია, რომ ყველაზე აღიარებული პროდუქტებიც კი, უბრალოდ, იკარგებიან. კომპანიამ მიზნად დაისახა თავისი ღვინო სოციალურ ურთიერთქმედებასთან, საუბარსა და კარგი კამპანიის გაგებასთან დაეკავშირებინა. ამისთვის მან ერთი ადამიანის დახმარებით ბრიტანელი ბლოგერებისთვის აქცია მოაწყო. ბლოგერმა MacLeod-მა თავის ბლოგზე დაწერა, რომ ნებისმიერ ბრიტანელ ბლოგერს, რომელიც დაინტერესებული იყო გაესინჯა Stormhoek-ის ღვინო, უბრალოდ უნდა მიეწერა მისთვის და ერთ ბოთლს მიიღებდა. ამ აქციას ასამდე ბლოგერი გამოეხმაურა. შედეგად მათ მიიღეს ბოთლი ღვინო, რომელზეც მათი ბლოგის URL იყო მითითებული. მათ, რა თქმა უნდა, სპეციალურად არავინ სთხოვა, რომ თავიანთ ბლოგებზე ეს ფაქტი გაეშუქებინათ. ასე აქცია უფრო ბუნებრივი გამოვიდა, საბოლოოდ კი კომპანიამ თავად შექმნა ბლოგი, სადაც განათავსა მრავალფეროვანი ინფორმაცია მის ღვინოებსა და მათი დამზადების ტექნოლოგიაზე.
ამ აქციამ Stormhoek-ს ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. დიდი ბრიტანეთის მაღაზიებში, სულ ერთი წლის შემდეგ, მათი ღვინოების გაყიდვების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. პროდუქტი გახდა ძალიან პოპულარული, ვინაიდან ტექნორატის მონაცემებით, ბლოგებზე კომპანიის სახელი 2 100-ჯერ იქნა მოხსენიებული. ყველაზე მთავარი კი აქ ისაა, რომ კომპანიამ შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ღვინის მარკეტინგის განხორციელება. მან შეცვალა წარმოდგენა, რომ ღვინის დაკავშირება აუცილებლად უნდა ხდებოდეს კლასიკურ მუსიკასა და ვენახის პეიზაჟთან და ამის სანაცვლოდ ის სოციალური ურთიერთობით მიღებულ სიამოვნებასთან გააიგივა. ამასთან, მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა სოციალური მედია, როგორც ინსტრუმენტი ბაზარზე დასამკვიდრებლად.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი მეთოდები ინოვაციურია და ეფექტური, რაც მათ გამოყენებას სასურველს ხდის ღვინის ბიზნესში. თუმცა ისინი განსაკუთრებით კარგად მუშაობს მანამ, სანამ მომხმარებელი პროდუქტის გემოს გაეცნობა. ამიტომ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასთან ერთად, მთავარი პრიორიტეტი მაინც ღვინის ხარისხი და გემოა, რადგან ეტიკეტი და რეკლამა, ყველაზე წარმატებულიც კი, თავის ძალას მანამდე ინარჩუნებს, სანამ სასმელი ბოთლიდან მყიდველის ჭიქაში აღმოჩნდე

როგორ მივაწოდოთ და მოვაწონოთ ღვინო მომხმარებელს? მდარე ღვინო შედევრად შევასაღოთ თუ სწორი წარმოდგენა შევუქმნათ მასზე?
ეს კითხვები მეტად აქტუალურია დღეს, როცა თბილისური სუპერმარკეტების დახლები სავსეა ქართული ღვინის კომპანიების პროდუქციით, ხოლო პროფესიონალი მარკეტოლოგები და კონსულტანტები, პრაქტიკულად, არ არიან. ღვინის მარკეტინგი კვლავ რჩება ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი სუსტ წერტილად.
ყოფილა შემთხვევა, სუპერმარკეტის კონსულტანტისთვის უმარტივესი კითხვა დამისვამს (მაგალითად - რა განსხვავებაა „მუკუზანსა" და „საფერავს" შორის?) და სწორი პასუხი ვერ გაუცია. უფრო უკეთესი სიტუაციაა ჰიპერმარკეტ „გუდვილსა" და „პოპულის" ორიოდე XL სუპერმარკეტში, სადაც მყიდველებს შედარებით გათვითცნობიერებული კონსულტანტები ემსახურებიან. თუმცა, მათთვის ეს საქმიანობა ყოველდღიური რუტინაა, რის გამოც კლიენტებთან ნაკლებად კრეატიული ურთიერთობები აქვთ. „გუდვილში" მყიდველებს, ძირითადად, ღვინის მსხვილი კომპანიების კონსულტანტი გოგონები ემსახურებიან და იქვე რამდენიმე ნიმუშის გასინჯვასაც სთავაზობენ. ოღონდ, მათ კონკრეტული კომპანიის პროდუქციის რეკლამირება აქვთ დავალებული და არა ზოგადად მყიდველის დაკვალიანება. შედარებით წამგებიან მდგომარეობაში არიან ის კომპანიები, რომლებსაც ამ ჰიპერმარკეტში საკუთარი კონსულტანტები არა ჰყავთ.
დეგუსტაციის ელემენტი მისასალმებელია და ქართული ღვინის მარკეტინგში უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ერთი ესაა, რომ ღვინის დაგემოვნება, „გუდვილის" გარდა, მხოლოდ ღვინის ორიოდე სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. ამ მხრივ გამორჩეულია „ღვინის სამყარო", „ღვინის სახლი" და „ვინოთეკა", სადაც მყიდველებს პროფესიონალი კონსულტანტები ურჩევენ ამა თუ იმ ღვინის გასინჯვას და შეძენას. მართალია, ეს რჩევა მათ გემოვნებას ემყარება და გარკვეული დოზით სუბიექტურობასაც შეიცავს, მაგრამ ზოგადად, კლიენტი მაინც კმაყოფილი რჩება, როცა ღვინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს. მას სრული უფლება აქვს, არ დაეთანხმოს კონსულტანტს და არ შეიძინოს შეთავაზებული ღვინო. თუმცა, უფრო ხშირად მიწოდებული ინფორმაცია და ღვინის დაგემოვნებით მიღებული შთაბეჭდილება ერთმანეთს ემთხვევა და კლიენტი არჩევანს სწორედ რჩევიდან გამომდინარე აკეთებს.
„ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, გამოიცნო, როგორია კლიენტის განათლების დონე ღვინის სფეროში. ღვინოში გათვითცნობიერებული მომხმარებელი მშრალ ღვინოებს უფრო ყიდულობს, გაუთვითცნობიერებელი კი - ნახევრადტკბილებს", - გვიხსნის „ვინოთეკას" მენეჯერი, ვაკო ელისაბედაშვილი, - „ნახევრადტკბილი ღვინოები განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს მოსწონთ. თუმცა, ბოლო დროს ამ ქვეყნებშიც იცვლება დამოკიდებულება. ამიტომ, შეთავაზებამდე ყოველთვის ვცდილობ, დავადგინო, რამდენად კარგად ერკვევა მყიდველი მეღვინეობის ნიუანსებში. თუკი შევატყვე, რომ დიდად ვერ ერკვევა, ნახევრადტკბილებს ვურჩევ, მაგრამ მაინც ვცდილობ, მშრალი ღვინის ერთი-ორი ნიმუშიც გავასინჯო და მათ ღირსებებზეც ვესაუბრო".
დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენასაც, პოტენციურად, რა ფასის ღვინის შეძენა შეუძლია ამა თუ იმ მყიდველს. თუკი შეძლებული ადამიანია და კარგი ღვინისთვის ფულიც არ ენანება, მაშინ მისთვის საშუალო და მაღალფასიანი ღვინოების შეთავაზებაც შეიძლება. პროფესიონალი კონსულტანტი შორსმჭვრეტელია და ასეთ მყიდველს დახვეწილ ღვინოს სთავაზობს, რათა სხვა დროსაც ბევრჯერ გაუჩნდეს სურვილი, ესტუმროს მაღაზიას და კვლავ შეიძინოს უკვე მოწონებული, გათავისებული ღვინო.
„გარკვეული მიკერძოება გვაქვს იმ ღვინოებისადმი, რომლებიც ჩვენთან იყიდება. „ვინოთეკას" ყველა თანამშრომელს, თავისი გემოვნების მიხედვით აქვს ეს მიკერძოება. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი რჩეული ღვინოები, რომლებიც მაღალი ხარისხითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. როცა მყიდველი რჩევას ითხოვს, პირველ რიგში, ამ ღვინოებს ვუსახელებთ. არის ღვინოები, რომლებიც დახლზე კი აწყვია, მაგრამ რეკომენდაციას არ ვუწევთ. ცხადია, მაინცდამაინც ამ ღვინოებს თუ მოითხოვს ვინმე, არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ თუკი მყიდველს რჩევა სჭირდება, სხვა ღვინოებს ვანიჭებთ უპირატესობას", - ამბობს ვაკო ელისაბედაშვილი და თავის რჩეულ რამდენიმე ღვინოს გვისახელებს: ინდ/მეწარმე გიორგი მირიანაშვილის „ჩელთი - საფერავი", „თბილღვინოს" „საფერავი - სპეციალური რეზერვი", „კონჭო და კომპანიის" „ყვარელი - სპეციალური რეზერვი" (2005 წლის მოსავლის); თეთრი მშრალი ღვინოებიდან: „ბადაგონის" „კახური წარჩინებული", „ხოხბის ცრემლების" „მწვანე", „თელავის მარნის" „მწვანე - ქისი", „შატო მუხრანის" „რქაწითელი", „ენისელის ღვინოების" „კახური". თუმცა, საუბრისას ირკვევა, რომ მისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული ღვინოები ამით არ ამოიწურება.
კარგი ღვინო, ფაქტობრივად, ყველა საფასო სეგმენტში მოიძებნება. ამიტომაც თავისი საქმის კარგად მცოდნე კონსულტანტს შეუძლია, ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის კლიენტს დაეხმაროს. ქართულ ბაზარზე, პირობითად, სამი საფასო სეგმენტია გამოკვეთილი - 20 ლარამდე, 20-დან 35 ლარამდე და 35 ლარს ზემოთ ღირებულების ღვინოები.
ვაკო ელისაბედაშვილის თქმით, 20 ლარამდე ღირებულების ღვინოებიდან მყიდველს, პირველ რიგში, თამამად შეიძლება შესთავაზო „მუკუზანი": „წითელი მშრალი ღვინოებიდან „მუკუზანი" დღესდღეობით ყველაზე ხარისხიანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა და თითქმის ყველა კომპანიას აქვს. ამავე დროს, „მუკუზანი" ყველაზე ცნობადია - მყიდველთა 80%-ს, მათ შორის - ჩვენთან შემოსული უცხოელების საკმაოდ დიდ ნაწილს, ამ ღვინის შესახებ სმენია. ამას ვერ ვიტყვით „ყვარელზე", რომელიც ასევე ძალიან კარგი ღვინოა, მაგრამ ნაკლებად ცნობილია და თან არც თუ ისე ბევრ კომპანიას აქვს. „კორპორაცია ქინძმარაულის", „თელავის მარნისა" და „ქინძმარაულის მარნის" „ყვარელს" თამამად ვურჩევთ მყიდველებს. 20 ლარამდე ღირებულების თეთრი ღვინოებიდან ძირითადად, ვთავაზობთ „წინანდალს", განსაკუთრებით - „ბადაგონის" „წინანდალს", რომელიც 12 ლარი ღირს. ასევე - ყველაზე ძვირ, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან კარგ „წინანდალს" - „თბილღვინოს" „სპეციალურ რეზერვს" (17,50 ლარი). თეთრი მშრალი ღვინოებიდან გამოვარჩევთ „ენისელის ღვინოების" „კახურს", „ჯი ვი ესის" „თამადა - მწვანეს" (2007 წლის მოსავალს), რომელიც სულ რაღაც 9,90 ლარი ღირს. ასევე - „თბილღვინოს" და „შატო მუხრანის" „რქაწითელს" და „თელავის მარნის" „რქაწითელი - შარდონეს". ნახევრადტკბილი ღვინოებიდან ძალიან კარგი „ქინძმარაულები" გვაქვს. განსაკუთრებით მომწონს „კონჭო და კომპანიის" 2006 წლის მოსავლის „ქინძმარაული". გამორჩეულად კარგია „ჯი-ვი-ეს"-ის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო „ტვიში" (17,90 ლარი)".
ღვინის კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ ამა თუ იმ მოსავლის ღვინის ღირსებებს. ერთი და იგივე დასახელების, მაგრამ სხვადასხვა მოსავლის ღვინოებს ერთნაირი ფასი აქვთ - იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი და როგორი ღირსების ყურძენი დაკრიფეს იმ წელს. შესაძლოა, ამის მიზეზი ქარხნული ტექნოლოგიები იყოს, რომლის წყალობითაც, მსხვილ კომპანიებს ყოველ წელიწადს სტაბილურად ერთნაირი ხარისხის ღვინოები აქვთ. „ვინოთეკაში" ერთადერთი გამონაკლისი „ხოხბის ცრემლების" „საფერავი" აღმოვაჩინეთ, რომელიც 2007 წლის მოსავლის ჩამოსხმა 30 ლარი ღირს, 2008 წლისა კი - 23 ლარი.
საშუალო და მაღალი ფასის ღვინოების შეთავაზებისას მაღაზიის წარმომადგენელს გარკვეული კრეატიული მიდგომა სჭირდება. ამ დროს ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი ღვინოების სადეგუსტაციო ნიმუშები მაღაზიას ცოტა აქვს და ყველა შემომსვლელს ვერ გაასინჯებს. ფაქტობრივად, გუმანით უნდა გამოიცნოს, იყიდის თუ არა სტუმარი ძვირადღირებულ ღვინოს, თუკი ერთ ბოთლს სადეგუსტაციოდ გაუხსნის.
ამ თემაზე ვაკო ელისაბედაშვილმა ერთი საინტერესო ისტორია გვიამბო: „ჩვენ ღამის 2 საათამდე ვმუშაობთ. ერთხელ მაღაზიის დაკეტვამდე ათი წუთით ადრე გვესტუმრა ჩეხეთში მცხოვრები რუსი ებრაელი, რომელმაც „სარაჯიშვილის" ბრენდი „სარაჯიშვილი XO" შეიძინა. მე ასევე გავასინჯე „ტიფლისის მარნის" „თბილისი", რომელიც ძალიან მოეწონა და ისიც შეიძინა. საუბრისას სასხვათაშორისოდ თქვა - ქართველებს თეთრი ღვინოები არ გივარგათ, წითლებიდან კი „საფერავს" არაუშავსო. ეტყობოდა, ღვინოებში ერკვეოდა და კარგი ღვინისთვის ფულიც არ ენანებოდა - ცოტა ხნის წინ ბულგარეთში 500 ბოთლი განსაკუთრებული ღვინო შეუძენია. თუმცა, ისეთი ტიპი იყო, რომ ტყუილად ერთ თეთრსაც არ დახარჯავდა. მე ვუთხარი - როგორც ჩანს, ქართულ ღვინოებს კარგად არ იცნობ-მეთქი და შევთავაზე, შეეძინა „ბადაგონის" თეთრი მშრალი ღვინო „კახური წარჩინებული". თუმცა, ამ ღვინის ფასი - 32 ლარი ეძვირა და მითხრა: მოდი, ეს ღვინო გავხსნათ, თუ ისეთი გადასარევია, როგორსაც შენ ამბობ, მაშინ ვიყიდი და ერთად დავლიოთ, ხოლო თუ არ მომეწონა, არ ვიყიდიო. სადეგუსტაციო ნიმუში არ მქონდა. გავრისკე და პირდაპირ გასაყიდი ნიმუში გავხსენი. როგორც კი სურნელით გასინჯა, გემოთი არც დაინტერესებულა, პირდაპირ ვთქვა - ამას ვყიდულობო. გემომაც არ გაუცრუა მოლოდინი. ასე გვითხრა - თაროზე 64-ლარიანი ფრანგული „შაბლი" რომ გიდევთ, მაგას ეს ღვინო ბევრად სჯობია - ფასითაც და ყველანაირადო. საუბრისას გავარკვიეთ, რომ შამპანური უყვარდა. იყიდა შამპანური „მოეტ შანდონი", რომელიც ჩავაციეთ და ისიც აქვე დავლიეთ. მერე ჩვენც გავუხსენით ჩვენი ხარჯით ერთი „კახური წარჩინებული". ასე შემოვრჩით დილის 6 საათამდე მაღაზიას. გარდა იმისა, რომ ღვინოები იყიდა, დაგვიმეგობრდა და ჩეხეთშიც დაგვპატიჟა. თბილისში რომ ჩამოვა, ვიცით, „ვინოთეკაში" აუცილებლად შემოგვივლის".
ცხადია, ასეთი მეგობრული ურთიერთობის აწყობა მხოლოდ იმ კლიენტებთან არის შესაძლებელი, რომლებიც ღვინოს კარგად იცნობენ. „ვინოთეკას" უცხოელ სტუმრებს მაღალფასიანი ღვინოებიდან ძალიან მოწონთ „უსახელაურის ვენახების" „უსახელაური", რომელიც ცოტა ხნის წინ იაპონელ მორაგბეებს გაასინჯეს და მათაც არ უყოყმანიათ - მაშინვე ოთხი ბოთლი შეიძინეს.
ღვინის მარკეტინგში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ღვინის მაღაზიების კარგ მუშაობას, არამედ თავად კომპანიების სწორ მარკეტინგულ პოლიტიკას. არის ისეთი უცნაური შემთხვევები, როცა ერთი და იგივე დასახელების ღვინო სხვადასხვა მაღაზიაში საგრძნობლად განსხვავებული ფასით იყიდება, რაც მყიდველს აბნევს. როგორც ჩანს, კომპანიები თავიანთი პროდუქციის გავრცელებას სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებს ანდობენ ან რომელიმე მაღაზიასთან ექსკლუზიური მოლაპარაკებით ამა თუ იმ ღვინის ფასს აიაფებენ. ამით კი სხვა მაღაზიას, სადაც იგივე ღვინო ძვირად იყიდება, სახელი უტყდება.
ზოგადად, ქართული ღვინის მარკეტინგი ფეხს ახლა იდგამს, რის გამოც პრობლემები ბევრია და მათ შესახებ უსასრულოდ შეიძლება ვილაპარაკოთ. თუმცა, თემა იმდენად დიდია, აჯობებს, ზოგი რამ სამომავლოდ გადავდოთ. იმედია, მანამდე თბილისში ღვინის სპეციალიზებული მაღაზიების რაოდენობაც გაიზრდება და კონკურენციაში სერვისიც დაიხვეწება.
რუსული ემბარგო
მოსკოვის მიერ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგოს დაწესება ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად არ ყოფილა უმტკივნეულო. "რუსეთს აუცილებლად მოუწევს 2006 წელს დაწესებული ემბარგოს გაუქმება და საქართველოც ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს, თუ სავაჭრო ურთიერთობებს აღადგენს უზარმაზარ რუსულ ბაზართან", - ასე წერდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრების შემდეგ დასავლური პრესა. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ქართული მხარის ცალკეული წარმომადგენლებიც ცდილობდნენ. ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გამოაცხადა, რომ ჩვენი პროდუქცია რუსეთში 2011 წლის ბოლომდე დაბრუნდება. საკმაოდ ძნელი გასარკვევი აღმოჩნდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ქართულ ღვინის კომპანიებში, რადგან მათი უმრავლესობა ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.

მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით უარყოფითია. უმაღლეს ხელისუფლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რუსული ბაზარი სანდო არ არის და იქ დიდი მოცულობით შესვლა ჩვენი ბიზნესებისთვის სარისკოა. წინა კვირაში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კვლავაც არასანდო უწოდა რუსეთის ბაზარს და ქართველ ექსპორტიორებს ურჩია, რუსეთის ბაზრის გახსნისთანავე იქ მყისიერად დაბრუნებისგან თავი შეიკავონ. გილაურს არც იმის ხაზგასმა დავიწყებია, რომ მსო-ს წესებით, წევრ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა წევრი ქვეყნის პროდუქციის იმპორტი აკრძალოს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს "სარაჯიშვილსა" და "ბორჯომს" არ დაუმალავთ, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გიორგი მოსიაშვილი ("თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე): "ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვიყავი და ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე პოლიტიკის გავლენა ჩვეულებრივი ამბავია და ეს ხალხიც დაშინებულია. კომპანიები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამაზე არ ლაპარაკობენ, არ ვართ მოტივირებული, რომ მაინცადამაინც რუსულ ბაზარზე გავიდეთო, აცხადებენ. სინამდვილეში კი სხვაგვარად ფიქრობენ. რუსეთის ბაზარი რომ მნიშვნელოვანია, უბრალო კახელმა გლეხმაც კი იცის. მაგალითად, 2006 წელს, ემბარგომდე, 50 მილიონი ბოთლი ღვინო გადიოდა ექსპორტით, 2010 წელს საქართველოდან სულ 12 მილიონი ბოთლი გავიდა. ვენახი მეც მაქვს და ჩემი ოჯახის მაგალითზეც ვხედავ, რაც ბოლო წლებში ხდებოდა და ხდება. რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა თითოეული გლეხის ოჯახზე აისახება. კარგია ინდოეთში ან ჩინეთში ღვინის გატანა, მაგრამ ყოფილი საბჭოთა სივრცე ჩვენთვის მაინც უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, აშშ-ში საქართველოდან გაცილებით ნაკლები ღვინო გადის, ვიდრე პატარა ლიტვაში. შვიდი კომპანია ვიცი, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთის მთავარ სანიტართან, მაგრამ არც ერთს სახელის გამხელა არ სურს. ამ ეტაპზე რუსეთის სანიტარიული სამსახური მზად არის, ნებისმიერ კომპანიასთან ინდივიდუალურად წარმართოს მოლაპარაკება, მათი პროდუქცია შეამოწმოს და თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, რუსეთში შეიტანოს. ონიშჩენკომ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ქართულ ღვინოსა და ‘ბორჯომს" ემბარგო აღარ ეხება. ხელისუფლების არგუმენტაციით კი, არ შეიძლება პროდუქცია გავიტანოთ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. თუ ქართულ მაღაზიებში რუსული ორცხობილა ან შოკოლადი იყიდება, რატომ არ შეიძლება ქართული ღვინო რუსეთში გავიდეს? ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ბაზარი მეტად საინტერესოა და უკვე სხვა ქვეყნები ითვისებენ. თუ არ ვიჩქარებთ, რამდენიმე წელიწადში ქართული ღვინის შეტანა იქ ძალიან გაჭირდება".

ელგუჯა ბუბუტეიშვილი (კომპანია "სარაჯიშვილის" გენერალური დირექტორი): "კომპანია "სარაჯიშვილი" რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას ამერიკული კომპანია ‘ოპტიმა ჯგუფის" მონაწილეობითა და დახმარებით აწარმოებს. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ‘სარაჯიშვილი" უარს ამბობს რუსეთში ექსპორტის განახლებაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენი მეგობარი ამერიკული კომპანია აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა".

გიორგი ბერიკაშვილი (შპს "ქინძმარაულის მარნის" დირექტორის თანაშემწე): "ჩვენი კომპანიის პროდუქცია გადის როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, ჩინეთში, სინგაპურში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ჩემი აზრით, რუსეთის ბაზარზე გასვლა ნებისმიერი კომპანიისთვის ხელსაყრელია, რადგან ეს ჩვენთვის დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. მით უმეტეს, ამ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი ნაწილი გადიოდა. ჩვენმა კომპანიამ 2005 წელს დაიწყო საქმიანობა, ამიტომ რუსეთში პროდუქცია არასოდეს გაგვიტანია, არც ახლა გაგვაქვს. თუმცა ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყებას აზრი არ აქვს. თუ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. თუმცა ამ მხრივ ქართული კომპანიების მზაობა აშკარად შეინიშნება, პროდუქციის რაოდენობაც საკმარისია და ხარისხიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე იტალიური ან ფრანგული პროდუქცია ჩაანაცვლებს. ქართული ღვინის ხარისხი, მისი თვისებები და პოპულარობა რუსეთში იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მას იტალიური ან ფრანგული ღვინო ვერ ჩაანაცვლებს. ხოლო ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ რა იქნება, ეს წინასწარ არავინ იცის".

ხათუნა ჩიგოგიძე\


ამერიკამ ქარტულ რვინოს კარი გაუგო

როგორი ღვინო გადის უცხოეთში ახლა და რა უნდა გავყიდოთ მერე...
ლევან სეფისკვერაძე
მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ქართული-ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში შევა, ამ სიახლით უპირველეს ყოვლისა ქართული ღვინის კომპანიები დაინტერესდნენ. ქართული ღვინო ხომ ერთ-ერთი (ერთადერთი თუ არა) ის პროდუქტია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე დღემდე კონკურენტუნარიანია და ამას გარდა, პერსპექტივების მქონეც გახლავთ.
ღვინო - დიდი პოლიტიკის გაგრძელება
ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, პაატა ჭავჭანიძის განმარტებით, ამჟამად ქართული ღვინის პირველი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინაა, სადაც რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის გაყიდვები წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება. უკრაინის შემდეგ მოდიან ბელორუსი და ყაზახეთი. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპის ე.წ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან ქართული ღვინო ყველაზე პოპულარული პოლონეთშია. ქართული ღვინო ასევე კარგად იყიდება ბალტიისპირეთში. შედარებით ახალი ბაზრებია ჩინეთი და აშშ, თუმცა ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმედი აქვთ, რომ მომავალში ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი რეალიზატორი სწორედ აშშ გახდება, რომელიც საქართველოსთან სამხედრო და პოლიტიკური სფეროს გარდა, ეკონომიკურადაც აპირებს თანამშრომლობას.
სხვათა შორის, ამერიკასთან ქართული ღვინით ვაჭრობის კუთხით, გარკვეული პროგრესი ბოლო წლებში (ანუ ხელშეკრულების დადებამდე) უკვე შეიმჩნეოდა. სხვადასხვა დიდი თუ პატარა ამერიკული სავაჭრო ქსელის წარმომადგნელები და ღვინის ვაჭრები საქართველოში რამდენჯერმე უკვე იყვნენ ჩამოსულნი და სწორედ მათ მიერ დაიგეგმა შემდგომი მოქმედების სტრატეგია.
ამერიკელები ქართველ მეღვინეებს მთავარ პირობად ღვინის ხარისხის აუცილებელ დაცვას უყენებენ. უკვე 2012 წლის ზაფხულ-შემოდგომიდან, შეერთებულ შტატებსა და კანადაში ქართული ღვინის პირველი დიდი პარტიები ჩავა და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამერიკელებთან კონტრაქტებს ამ ეტაპზე ძირითადად დიდი ქართული კომპანიები დებენ, თუმცა ქართული ღვინის რეალიზატორები ამბობენ, რომ ასევე დიდია დაინტერესება ე.წ. "ბიო" ღვინის მწარმოებელი შედარებით პატარა სეგმენტის მიმართ.
ღვინის გაყიდვები იზრდება
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, ამჟამად ჩვენი ქვეყნიდან ღვინის ექსპორტს (ძირითადად უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ყაზახეთში) აწარმოებს 85 სხვადახვა სიმძლავრის ღვინის კომპანია და ინდივიდუალური მეწარმე, რაც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. 2011 წელს საქართველოს გარეთ 37%-ით მეტი ქართული ღვინო გაიყიდა, ვიდრე 2010 წელს. ღვინის ექსპორტის ასეთ დიდ მატებას ბევრი ქართული კომპანია ნამდვილად არ ელოდა და რაკი უახლოეს პერსპექტივაში ამერიკა-კანადის ბაზარიც გამოჩნდა, თითქმის ყველა დიდი კომპანია ღვინის წარმოების გაზრდას აპირებს. იმედია, ღვინის წარმოების გაზრდა ღვინის ხარისხის დაცემის ხარჯზე არ მოხდება, ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა, როდესაც ღვინის ჭარბწარმოებამ როგორც ყურძნის, ასევე ღვინის ხარისხის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
დღეს ბევრი მეღვინე ფიქრობს, რომ ამჟამად ქართულ მეღვინეობაში არსებული პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული პრობლემების გაგრძელებაა (ღვინის ხარისხის რეგულაციის დაბალი დონე, მობერებული ვენახების ნაგვიანევი განახლება, ღვინის ხარისხთან შედარებით გაბერილი ფასები და სხვა...), თუმცა, ყველაფრის საბჭოთა კავშირის პერიოდზე გადაბრალებაც არ იქნებოდა სწორი, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული ღვინის ფალსიფიკაციამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ამან ჩვენი ღვინის იმიჯი ძალიან დააზარალა.
მაგალითად, 90-იან წლებში უკრანის ქალაქ ლვოვში მცხოვრები ქირურგი, ალექსანდრე გეგეშიძე იხსენებს, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი ღვინო, რომელსაც ეტიკეტზე რაჭული "ხვანჭკარა" ეწერა და მისი ფასი ჩვენს ვალუტაზე 3.5 ლარი გამოდიოდა. ალბათ თქვენც ადვილად მიხვდებით, რა შეიძლება ესხას 3.5 ლარის ღირებულების ბოთლში, რომელსაც ყოვლად ურცხვად ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართული ნახევრადტკბილი ღვინის სახელი აწერია.
შიში და იმედები
სამწუხაროდ, ალექსანდრე გეგეშიძის მიერ ნაამბობი ამბავი მხოლოდ წარსულის ბნელი მოგონება არ გახლავთ და ქართული ფალსიფიკაციის შემთხვევები დღესაც მრავალ ქვეყანაში შეგხვდებათ. მაგალითად, ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ლაშა ბლიაძე იხსენებს, რომ ლიტვაში ყოფნის დროს, ერთ-ერთ მაღაზიაში თავად გამყიდველმა გულრწფელად ურჩიათ, რომ ფალსიფიცირებული ქართული ღვინის ნაცვლად, ისევ მოლდოვური დაბალი ხარისხის ღვინო ეყიდათ, რადგან გარანტიებულად მაინც ეცოდინებოდათ, რომ ყურძნის წვენს სვამდნენ და არა უცნაურ და გაურკვეველ სითხეს. სხვათა შორის, მაღაზიის ხსენებული გამყიდველი ქართული (ნამდვილი) ღვინის დიდი დამფასებელი აღმოჩნდა და ქართველებს ისიც გაუმხილა, რომ თუ ნამდვილი ქართული ღვინის ყიდვა სურდათ, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღალი კლასისი სუპერმარკეტში უნდა ეყიდათ. როგორც ხედავთ, პრობლემები ქართული მეღვინეობის თანმდევია და ეს ახლა, როდესაც დასავლური სამყაროს ღვინის ბაზრის კარი, როგორც იქნა, ჩვენთვისაც შეიღო. იმედია, მომავალში მაინც აღარ იქნება საქართველოდან გატანილი ღვინის ხარისხი იჭვნეული განსჯის საგანი.
დღეს საქართველოდან ძირითადად შემდეგი დასახელების ღვინოები გადის: "ქინძმარაული", "ხვანჭკარა", "წინანდალი", "მუკუზანი", "ახაშენი". ხოლო, ე.წ. სუფრის ღვინოებიდან კი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ევროპაში ყველაზე დიდი პოპულარობით "ალაზნის ველი" სარგებლობს (ღვინის დასახელებების ჩამონათვალი მოცემულია გაყიდვების რაოდენობის მიხედვით). როგორც ხედავთ, გასული ათწლეულების ტენდენცია დიდად არ შეცვლილა და ჩვენი ქვეყნის გარეთ ძირითადად სწორედ იმ დასახელების ბრენდებია პოპულარული, რომლებიც ყოველთვის პოპულარული იყო.
ცოტა რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ "ქინძმარაულზე", რომელიც კვლავაც პოპულარული ღვინოა. გასულ წელს, ღვინის კლუბის მიერ ჩატარებულმა დეგუსტაციამ ცხადყო, რომ ქართული კომპანიების მიერ წარმოებული "ქინძმარაულების" არცთუ მცირე ნაწილი ხარისხის მხრივ მოიკოჭლებდა. ამას გარდა, დეგუსტაციაზე გამოტანილი "წინანდლის" ბევრი ნიმუში საერთოდ დაავადებული აღმოჩნდა.
დიდი თუ პატარა პრობლემები აქვს ასევე ქართული ღვინის კომპანიების მიერ ბოთლში წარმოებულ "მუკუზანსა" და "ხვანჭკარასაც". თუმცა ხსენებულმა დეგუსტაციამ აჩვენა, რომ ყველაზე პრობლემატურ ღვინოდ სამწუხაროდ მაინც "წინანდალი" რჩება და ეს მაშინ, როდესაც გაყიდვების მხრივ, ეს ღვინო მაინც ლიდერია.
ღვინის გზა ბაზრამდე
როგორც პაატა ჭავჭანიძე ამბობს, ბოლო პერიოდში ძალზედ გამოცოცხლდა პატარა კომპანიების "ფლანგი". დღეს პატარა კომპანიებსა და მცირე ინდმეწარმეებს თავისი წვლილი შეაქვთ ღვინის ექსპორტის საერთო რაოდენობაში. აღსანიშნავია, რომ ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან ტრადიციული ქვევრის მიმართულებით. ეს ღვინოები ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, ასევე კანადაში გადის.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე მეწარმეების მიერ გასაყიდად გატანილი ღვინის საერთო რაოდენობა დიდი კომპანიების პროდუქციას ბევრად ჩამოუვარდება, წარმოებული ღვინის რაოდენობის ზრდა მაინც სახეზეა. ამას გარდა, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ყბადაღებული ემბარგოს შემდეგ, პატარა კომპანიები და ე.წ. მცირე მარნები საქართველოში სოკოებივით მრავლდება. თუკი ადრე მცირე მარნების არეალი ძირითადად კახეთით შემოისაზღვრებოდა, ახლა იმერეთი, ქართლი და გურიაც გააქტიურდა. სხვადასხვა საერთაშორისო ღვინის სიმპოზიუმებსა და ფესტივალებზე, კახური ღვინის გვერდით, ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში წარმოებულ ნატურალურ ღვინოსაც ხშირად ნახავთ. ეს ტენდენცია იძლევა საფუძვლიან იმედებს, რომ დასავლეთის ბაზარზე ქართული ღვინო უახლოეს მომავალში მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი, რაც ქართველი მეღვინეებისათვის შემოსავლის ზრდის წყაროც გახდება...
ბოლოს კი, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: მოლოდინისამებრ, თუკი ქართული ღვინის ექსპორტი მომავალ წლებში გაიზრდება, რა გზები და ხერხები არსებობს იმისათვის, რომ რიგითმა ქართველმა მეღვინემ თავისი ღვინო უცხოეთში გაიტანოს?... ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ყველა მეღვინეს ურჩევს, რომ მათ ითანამშრომლონ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. ითანამშრომლონ რთველიდან დაწყებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე და პროცედურულად დოკუმენტაციის მომზადებამდე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩამოსხმული ღვინო დაექვემდებაროს ექსპორტს. ამის შემდეგ კი, ღვინოს დიდი ბაზრებისაკენ გზა უკვე ხსნილი ექნება.
ქართული ღვინის პრობლემები

საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო ერთიანი ბრენდის - Wine of Georgia-ს სახელით უნდა გავიდეს. მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების ამ აპრობირებულ გზას საქართველოს მთავრობა და ქართველ მეღვინეთა გილდია, მესამე წელია, ბეჯითი მონდომებით ტკეპნის.
ღვინის კომპანია "ხოხბის ცრემლების" ვენახი კახეთში, ისტორიული ქიზიყის ტერიტორიაზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანთან არის გაშენებული. კომპანიის დამფუძნებლებმა, ამერიკელმა მხატვარმა ჯონ ვურდემანმა და მისმა ქართველმა პარტნიორმა გელა ფათალიშვილმა ვენახისთვის ადგილი საგანგებოდ შეარჩიეს. აქ განსაკუთრებული მიკროზონაა: ზაფხულში მზე 14 საათზე მეტ ხანს ანათებს, საღამოობით კი, ხეობიდან გრილი ნიავი უბერავს. აქაური კირქვა ნიადაგი ცარცს და მუქ თიხას შეიცავს. ერთი მეტრის სიღრმეზე კი ხირხათი ქვიშნარია, რაც ვაზის ფესვთა სისტემისთვის საუკეთესო საწრეტს ქმნის.
"ხოხბის ცრემლების" მარანში ღვინო, ტრადიციული კახური წესით, ქვევრში ძველდება. კომპანია წელიწადში 7 დასახელების 35 000 ბოთლ ღვინოს უშვებს. აქედან ნახევარი ექსპორტზე შვედეთში, აშშ-ში, კანადაში, ნორვეგიასა და გერმანიაში გადის და წარმატებითაც იყიდება. კომპანია, რომელიც ქართული ღვინისთვის არატრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე წარმატებით გადის, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ შეიქმნა, მაშინ, როცა მთელი ქართული მეღვინეობა კრიზისში აღმოჩნდა.
მევენახეობა-მეღვინეობის სექტორული კრიზისი 2006 წლის იანვარში დაიწყო, როცა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ქართული ღვინოში პესტიციდები "აღმოაჩინა" და მასზე ემბარგო დააწესა. სანქციებმა ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ღვინოს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში პირველი ადგილი ეკავა და მისი 80 პროცენტი რუსეთში გადიოდა.
გასული წლის 17 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში სასტუმროს გახსნისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის კრიზისი გადალახულია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტრს მადლობაც გადაუხადა: "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენი ღვინის ხარისხმა მაღლა აიწია. რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ჩვენს ღვინოსთან მიმართებაში, რადგან ღვინის კრიზისი გადალახულია. ჩვენ დავიწყეთ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება".
პრეზიდენტს ნამდვილად აქვს თვითდამშვიდებისთვის მცირე საფუძველი: თუ 2004 წელს ქართული ღვინის 80 პროცენტი რუსეთში გადიოდა, ახლა ის 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. გასულ წელს, ლონდონში, ჟურნალ „დეკანტერის" ღვინის საერთაშორისო კონკურსზე კი ქართულმა ღვინომ წარმატებაც მოიპოვა. ამ კონკურსზე კომპანია „ბადაგონის" ალავერდის მონასტრის მარანში ჩამოსხმულ "Alaverdi Tradition"-ს 10 ფუნტზე მეტი ღირებულების წითელი მშრალი ღვინის ნომინაციაში დიდი ოქროს მედალი გადაეცა. ასეთი ჯილდო ქართულ ღვინოს აქამდე არასოდეს მიუღია. ამავე კონკურსზე "თბილღვინოს" "მუკუზანი" და "თელავის მარანის" "ქინძმარაული" ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
ღვინის მსხვილ კომპანიებში აცხადებენ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გადალახულია. "თბილღვინო" საქართველოს ბაზარზე ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანია 40 დასახელების ღვინოს უშვებს და მისი ნაწარმი ექსპორტზე 25 ქვეყანაში გადის. საექსპორტო ღვინის ფასი 4 დოლარიდან იწყება და 15 დოლარს აღწევს. "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს კომპანიას 2009 წელთან შედარებით 40-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს "თბილღვინო" ახალ საექსპორტო ბაზრებზე - ჩინეთში, ირლანდიაში, შვედეთსა და ფინეთში შევიდა, მისი გაყიდვების 75 პროცენტი მაინც დსთ-ს 5 ქვეყანაზე: ყაზახეთზე, უკრაინაზე, ბელორუსზე, ლიტვასა და ლატვიაზე მოდის.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის 73 პროცენტი დსთ-ს ქვეყნებზე გადამისამართდა. ამჟამად ქართული ღვინის ყველაზე დიდი საექსპორტო ქვეყნები უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსია. თუმცა,ღვინისსაექსპორტო ორიენტაციის შეცვლამ რუსული ბაზრის დაკარგვით გამოწვეული ზარალის სრული კომპენსირება ვერ მოახდინა. 2006 წელს, საქართველოდან ექსპორტზე 41 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, გასულ წელს კი 39 მლნ 269 ათასი დოლარის. ანუ, ქართული ღვინის ექსპორტი ემბარგომდელ დონეს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. გარდა ამისა, ქართულმა ღვინომ ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა აშშ, ევროპა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, საკუთარი ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ის ჯერ კიდევ საბჭოური ნოსტალგიის მქონე მომხმარებელსა და ქართველ ემიგრანტებზეა ორიენტირებული.
2008 წელს საქართველოს მთავრობამ, მეღვინეობის ეროვნული სტრატეგიის შექმნის მიზნით, ჟურნალ Economist-ში ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ქართული მეღვინეობის განვითარების გეგმა, დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და ახალ ბაზრებზე მოქმედების სტრატეგია უნდა წარმოედგინა.ტენდერში ამერიკულმა კომპანია "I.O.S. Partners"-მა გაიმარჯვა. მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით ქართველი მეღვინეების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სწორედ "I.O.S. Partners"-ის რეკომენდაციაა. მსგავსი რეკომენდაცია მისცეს ხელისუფლებას და მეღვინეებს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმაც.
უცხოელ ექსპერტთა შეფასებით, ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ჩინეთი ან ამერიკა, ცალკე აღებული ვერც ერთი კომპანია საკუთარი თავის წარმოჩენას ვერ შეძლებს. ამ ბაზრებზე შესვლა დიდ სარეკლამო დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამას ემატება ქვეყნის, ღვინის და ვაზის ჯიშების დაბალი ცნობადობაც. თუ ღვინის ტრადიციული მომხმარებლისთვის კაბერნე სავინიონი ცნობილი სახელია, ქართული "საფერავისა" და "წინანდლის" შესახებ უცხოელმა მომხმარებელმა არაფერი იცის. მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის ბრენდით გასვლა ცნობილი და აპრობირებული მეთოდია. სამხრეთ აფრიკა, ჩილე და ავსტრალია საერთაშორისო ბაზარზე თავის დროზე სწორედ ამ გზით გავიდნენ.
უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად ღვინის კომპანიები სავალდებულო ბრენდირებული ეტიკეტის - Wine of Georgia-ს ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ. დანარჩენ ატრიბუტებს მწარმოებელი კომპანიები უცვლელად ინარჩუნებენ. ბრენდზე წინ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის წამოწევას ღვინის კომპანიები მოწონებით შეხვდნენ. თუმცა, ბოლო 2 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით კომპანიებმა და სახელმწიფომ ბევრი ვერც ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით გააკეთეს. "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ: "ღვინის კომპანიების ერთიანი ბრენდის ქვეშ გაერთიანების მცდელობა იყო, მაგრამ სერიოზული მსჯელობა ამ საკითხზე არ ყოფილა". სახელმწიფოს თანადგომა კი, ძირითადად, საერთაშორისო გამოფენებში ქართული ღვინის კომპანიების წარდგენის ორგანიზებით შემოიფარგლა.
თუმცა ქვეყნის და ღვინის პოპულარიზაციისთვის საქართველო სათანადოდ ვერც საერთაშორისო გამოფენებს იყენებს. ამ გამოფენებზე წარდგენილი მწირი და არასრული ინფორმაცია მომხამრებელს თუ დამთვალიერებელს არსებითს არაფერს აძლევს. საქართველოს საინფორმაციო პოლიტიკის სუსტი მხარე უცხოელმა ჟურნალისტებმაც შეამჩნიეს. აი, რას წერს ჩინური საინფორმაციო ვებ-გვერდი news.xinhuanet.com: " საუკეთესო ქართული ღვინოების 2010 წლის გამოცემა უფრო რეკლამების ნაკრებს ჰგავს, და არა ისტორიების, უნიკალური ჯიშებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე შედგენილ ღვინის ბიბლიას. მაგალითად, სახელწოდება “რქაწითელი” მკითხველისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. აქ არ წერია, რომ რქაწითელი ვაზის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და არქეოლოგიური გათხრების დროს თიხის უძველეს ჭურჭელში ნახეს რქაწითელის წიპწები, რომლებიც ჩვენს ერამდე 3000 წლით თარიღდება. კარგი იქნებოდა იმის ახსნა, რომ საფერავი ქართულ ენაზე, ფერს, საღებავს ნიშნავს და ყურძნის მარცვლის ინტენსიური მუქი წითელი შეფერილობა წითელი ანტოციანინის დამსახურებაა, რომელსაც მარცვლის რბილობი და კანი შეიცავს და რომ მუქი წითელი საფერავის კარგი საშუალებააა სიბერის წინააღმდეგ საბრძოლველად".
არის სხვა პრობლემებიც. ჟურნალი Economist-ი წერს, რომ "ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ დასავლეთYევროპის და აშშ-ს ბაზრების მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს."
ქართულ ღვინოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრება რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ამ ეტაპზე იაფი და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება არ შეუძლია. დარგში პროფესიონალი კადრების – ტექნოლოგების, მევენახეობის და მარკეტინგის მენეჯერების და თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია.
"ღვინის კლუბის" პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ ქართული ღვინის სექტორი ინერციით ვითარდება: "ის საინტერესო სიახლეები, რომლებიც 90–იანი წლებიდან დაიწყო ქართულ მეღვინეობაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დღევანდელობა მეტ სიახლეს მოითხოვს. სიახლეში არ ვგულისხმობ ახალ ტექნოლოგიებს, პირიქით, შეიძლება ყველაზე ტრადიციული მეთოდები ჩანდეს დღეს ყველაზე მოწინავედ და მაგალითად, ქვევრის ღვინომ, გაცილებით მეტი ცნობადობა შესძინოს საქართველოს და ქართულ ღვინოს, ვიდრე უცხოურ გემოზე მორგებულმა ქართულმა ღვინოებმა, რომლებსაც, როგორც ვხედავთ, ძალიან უჭირთ მსოფლიო ბაზარზე. უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ინერციული ბაზრების გარეშე, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა, არადა სწორედ ამ ბაზრების (ადრე ასეთი იყო რუსეთის ბაზარი) დამსახურებაა, რომ ქართული ღვინო ერთ ადგილს ტკეპნის. რა თქმა უნდა, ეს ბაზრები არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ იქ, მაგრამ ქართული ღვინო ამ სამ ქვეყანას არ უნდა გადავაყოლოთ. დამიჯერეთ, ქართული ღვინის სახე ის არაა, რასაც უკრაინელი მომხმარებელი ასე ხარბად ეწაფება".
საქართველოს მთავრობამ ქართულ ღვინოსთან მიმართებაში საკუთარ სტრატეგიას გასულ წელს კიდევ ერთხელ გადახედა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ ღვინის ასოციაცია შექმნა. ასოციაციაში, სადაც 21 კომპანიაა გაერთიანებული, სახელმწიფომ 600 ათასი ლარი ჩადო. ეს თანხა ღვინის კომპანიების მიერ გადახდილ საწევროებთან ერთად მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას უნდა მოხმარდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი თინა კეზელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული მეღვინეობის კონცეფცია და ღვინის ექსპორტის სტრატეგია თავიდან არის შესაქმნელი. გამოდის, გასული 2 წელი ფუჭად დაგვიკარგავს.
"თითოეული ბაზრისთვის მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ცალკე უნდა დაიწეროს. ამ გეგმების განხორციელებას ფული სჭირდება. ეს თანხა სახელმწიფომ და მეღვინეობის სექტორმა ერთობლივად უნდა გაიღონ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
"რა თქმა უნდა, ქართული ღვინის კონცეფცია ახლიდანაა დასაწერი", - ამბობს მალხაზ ხარბედია. "უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ძალიან ხშირად, არაეფექტურად. იმიტომ, რომ ჯერ ჩვენს თავში ვერ გავრკვეულვართ და უბრალოდ არ ვიცით, როგორ მივაწოდოთ ჩვენი ღვინო უცხოელ მომხმარებელს, როგორ შევფუთოთ. მთელი გუნდი უნდა შრომობდეს ქართული ღვინისთვის იმიჯის შექმნაზე, რადგან ერთხელ გაპარებული უხარისხო ღვინო ან კიდევ უარესი, არასწორი მესიჯი ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ასეთ გუნდში მეღვინეებისა და პოლიტიკოსების გარდა ჟურნალისტები, იურისტები, ეკონომისტები, საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვანები და მეცნიერებიც უნდა მონაწილეობდნენ. ე.წ "ღვინის ელჩებს" მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ".
ბევრი ექსპერტის აზრით, ქართული ბრენდების გაერთიანება საექსპორტო პოტენციის გაზრდის მიზნით პანაცეა არ არის. მეღვინეობის დარგის სპეციალისტები არ კამათობენ იმაზე, რომ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა ნამდვილად აქვს - მთავარი ნაკლებად ცნობილი პროდუქტის სწორი წარდგენაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეღვინეებმა მყიდველის გემოვნება და პროდუქციის საფასო პოლიტიკა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა შეუთანხმონ.
"ცოტა ღვინო და შესაბამისად, ცოტა პრობლემა მაქვს", - ამბობს ჯონ ვურდემანი - "მთავარი, სწორი მიდგომაა. მე ბაზარს მისთვის ეგზოტიკური, უცხო და საინტერესო პროდუქცია შევთავაზე: ღვინოს ყურძნის ადგილობრივი და უნიკალური ჯიშებიდან და ტრადიციული კახური მეთოდით ვაყენებთ. ვენახი ორგანულია, რასაც უცხოელი მომხმარებლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "ხოხბის ცრემლების" ღვინო არ არის "ღვინო ყველასთვის". ეს არის ღვინო გურმანებისთვის, ღვინის გურმანებისთვის – მისთვის, ვინც იცის ღვინის ფასი, მისი დაყენების და მოხმარების წესები და უნდა, რომ თავისი ცოდნა და თვალსაწიერი ამ სფეროში კიდევ უფრო გაამდიდროს. ვფიქრობ, რომ ქართველმა მეღვინეებმა უცხო ბაზარს ორიგინალური პროდუქტი უნდა შესთავაზონ. მასობრივი და იაფი ღვინის წარმოებაში საქართველო ჩილეს და ავსტრალიას კონკურენციას ვერ გაუწევს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის სწორ წარდგენასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინო ღვინის ჟურნალისტებმა, კრიტიკოსებმა და ბლოგერებმა შეაფასონ".
მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ ქართული ღვინის "ერთი ქოლგის ქვეშ" გაერთიანება ერთადერთი გამოსავალია, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ეს "ქოლგა" კარგად მუშაობდეს და მის ქვეშ ყველასთვის იყოს ადგილი, ნოვატორებისთვისაც და ტრადიციონალისტებისთვისაც, მთავარია ზერელობამ არ მოიპოვოს იქ ძლიერი თავშესაფარი.
ღვინის ასოციაციისთვის კი პირველი რიგის ამოცანა აშშ-ს ბაზრის ათვისებაა. ამერიკის ბაზარზე შესვლას ქართული მხარე 2011 წლიდან იწყებს.
მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები
საფრანგეთი (მსოფლიო წარმოების 18,2%) - ის წლიურად დაახლოებით 52 მილიონ ჰექტალიტრ ღვინოს აწარმოებს.
17, 6 პროცენტითა და 50,5 მილიონი ჰექტალიტრით მეორე ადგილზე იტალიაა.
ესპანეთს 12, 6 პროცენტითა და 34, 8 მილიონი ჰექტალიტრით მესამე ადგილი უკავია.
ამ რეიტინგში აშშ 10,6 პროცენტით და 28,7 მილიონი ჰექტალიტრით მეოთხე ადგილზე მოდის.
საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ ჰაქტალიტრ ღვინოს აწარმოებს და მის წილად მსოფლიო ბაზრის 0,3 პროცენტი მოდის.
საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიები
ღვინის წარმოების სეგმენტში ყველაზე მსხვილი კომპანიები არიან: "თბილღვინო", "თელიანი ველი", "თბილისის ღვინის მარანი", "თელავის ღვინის მარანი", "საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლის კომპანია", "ტარო", "ვაზიანი", "შუმი", "ხარება", "ქინძმარაული" და "თბილვაზი". ამ კომპანიების უმეტესობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ძირითადად, ექსპორტზეა ორიენტირებული. საქართველოში წარმოებული ღვინის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის. ადგილობრივი მოთხოვნა მხოლოდ 10 პროცენტია.
საქართველო და ალკოჰოლური სასმელები
საქართველოში ალკოჰოლური სასმელის ყველაზე პოპულარული სახეობებია: ღვინო, არაყი, ლიქიორი და ბრენდი. ღვინის ინდუსტრიის მთავარი სეგმენტი – 65 პროცენტი ნახევრადტკბილ ღვინოებს უჭირავს. დანარჩენი 35 პროცენტი მშრალი ღვინოების წილად მოდის. ქართველი მეღვინეები ძირითადად მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ, ტკბილ, შუშხუნა და არომატიზებულ ღვინოებს აწარმოებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების 218 კომპანიაა დარეგისტრირებული. თუმცა, ამჟამად ბაზარზე დარეგისტრირებული კომპანიების 70 პროცენტზე ნაკლები ფუნქციონირებს.პროდუქციის ექსპორტს 35 კომპანია ეწევა და ქართული ღვინო ექსპორტზე 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის.
2010 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში 14,6 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 2009 წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ექსპორტის ნახევარი კვლავ უკრაინაზე მოდის (7,4 მლნ ბოთლი).
ქართული ღვინო ამერიკასი
რუსეთის ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ბაზრის პრობლემატიკაზე საუბარი ძირითადად ერთი კუთხით ვითარდებოდა – რა ეშველება ქართულ ღვინოს? ექნება თუ არა მომავალი მას დასავლეთის ბაზარზე? ამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი იყო. თუმცა 28 თებერვალს, ღვინის კლუბში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლადდაბრუნებული ქართლელი მეღვინის – იაგო ბიტარიშვილის ლექციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ ღვინოს უახლოეს მომავალში ამერიკელი ღვინის მოყვარულები არამხოლოდ სტატიებითა და წიგნებით, არამედ რეალურადაც გაეცნობიან ქართულ ღვინოს.
ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ, პროგრამა ”საბიტის” ფარგლებში, საქართველოდან, მოლდოვიდან, და უკრაინიდან ერთი თვის წინ, საუკეთესო მეღვინეები შეერთებულ შტატებში მიავლინა, სადაც მეღვინეებს ამერიკის ბაზარის სტრუქტურა და არსი გააცნეს.
როგორც საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში ღვინის კლუბის მიერ მოწვეულ საზოგადოებას, მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა განუმარტა, ამერიკის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბოლომდე გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხისა და ღირსების ღვინით, ღვინის ბიზნესით დაინტერესებული ამერიკელები მზად არიან, რომ მათ ბაზარზე უახლოეს მომავალში ქართული ღვინო შევიდეს.
დღეს ამერიკაში სამ მილიარდზე მეტი ყუთი ღვინო იყიდება. ღვინოს კი ამერიკელი ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლების მხოლოდ 20% სვამს. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რამდენად დიდ ღვინის ბაზარზე გასვლის შანსი მიეცა ქართულ ღვინოს. ამ შანსს კი გამოყენება სჭირდება.
საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების მიერ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ქართველ მეღვინეებს მომავლის იმედი მიეცათ. ზემოთხსენებული დოკუმენტის მიხედვით ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი წესით ბევრად უფრო მეტად უნდა გამარტივდეს.
მეღვინე იაგო ბიტარიშვილის განმარტებით, ქართულ ღვინოს ახლა უკვე აქვს იმის შანსი, რომ არამხოლოდ გავიდეს, არამედ საკუთარი კუთვნილი ადგილი დაიკავოს მთელს მსოფლიოში. 2012 წელი ქართული ღვინის ბიზნესისათვის შესაძლებელია გადამწყვეტიც კი გახდეს.
ამერიკელების მთავარი მოთხოვნა ხარისხის დაცვაა, რაც ქართული მეღვინეობისათვის მუდმივი პრობლემაა. იმედია სწორედ ეს წელი იქნება ქართული ღვინისა და ზოგადად მეღვინეობის რუსულიდან დასავლურ “რელსებზე” გადასვლის ისტორიული წელი. ახლა ამ სფეროში გასაკეთებელი მართლაც რომ ძალიან ბევრ
ართული ღვინო მსოფლიო ბაზრებზე რომ ნაკლებადაა წარმოდგენილი, ამაზე ყველა ერთნაირად თანხმდება. ექსპერტების აზრით, სარეკლამო კამპანია საკმარისი ფორმით არ მიმდინარეობს, რათა ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

ექსპერტები სახელმწიფოს არათანამიმდევრულ პოლიტაკასა და ბაზრების შეუსწავლებლობაზე საუბრობენ. დავით თამარაშვილის თქმით, ,,ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ, რისთვისაც საჭიროა სათანადო კამპანიის განხორციელება, რათა გაიაზარდოს მოთხოვნა ქართულ ღვინოზე. იმისთვის, რომ კამპანია შედეგის მომტანი იყოს, კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, მაგალითად, ჩინური ბაზარი, მისი ყველა მნიშვნელოვანი ასპექტით, მოხდეს მისი ანალიზი, შემდეგ შეიქმნას ამ ბაზარზე შესვლისთვის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი, აგრეთვე, გაიმიჯნოს ის საკითხები, რა შეიძლება გააკეთონ ცალ-ცალკე სახელმწიფომ და კერძო სექტორმა და როდის შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობა.''

ცალკეული კომპანიებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია დიდ ბაზრებზე და მით უმეტეს კონკურენტულ გარემოში ბიზნესის განვითარება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევა უფრო ნაყოფიერი იქნება. ფაქტია, რომ ამ ბაზარზე შესვლისთვის არაკვალიფიცირებული კადრების გამო არათანამიმდევრული პოლიტიკა მიმდინარეობს სახელმწიფოს, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან.

დავით თამარაშვილის თქმით, ქართული ღვინის, როგორც წარმატებული ბიზნესის განვითარებისათვის, თითქმის არაფერი კეთდება. მართალია, საერთაშორისო გამოფენებში მათი მონაწილეობისთვის სოლიდური თანხები იხარჯება, მაგრამ ღვინის გაყიდვების რაოდენობა კი არ იზრდება:

-,,დღეისათვის ფაქტია, რომ ქართული ღვინის ბიზნესს სათანადოდ არ ეწყობა ხელი, ის, რომ საერთაშორისო გამოფენებში მათი მონაწილეობისთვის სოლიდური თანხები იხარჯება, ღვინის გაყიდვების რაოდენობაზე არ ისახება და ეს არის სახელმწიფოს მიერ არაეფექტურად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგი, საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობა არასაკმარისია ღვინის გაყიდვებისთვის, საჭიროა თანამიმდევრული მარკეტინგული პოლიტიკის განხორციელება და მაშინ შეიძლება, გამოვიდეს ეს დარგი კრიზისიდან. აუცილებლად უნდა ვთქვათ, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი არის უმძიმეს კრიზისში, ეს არის სამწუხარო რეალობა''.

გამოსავალი ღვინის პოპულარიზაციაა და მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინება, რასაც ქართული კომპანიების ნაწილი წარმატებით ახერხებს, დავით თამარაშვილი:

-,,ახალი ღვინის ბრენდების შექმნა არის საჭირო სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე შესვლისთვის, აუცილებელია ამა თუ იმ ქვეყნის მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინება და ამას ბევრი ქართული ღვინის კომპანია წარმატებით ახერხებს, ამ მხრივ ქინძმარაულის მარანი მართლაც მისაბაძია, მაგრამ მარტო ამ კომპანიის წარმატება საერთო ქართულ მეღვინეობაზე უმნიშვნელოდ იქონიებს გავლენას. ღვინის კომპანიები დაკავებული არიან ძირითადად ადგილობრივი წარმოებით და ახალი ბრენდების შექმნა დიდი პრობლემაა, რადგან მისი პოპულარიზაცია ითვლება კომპანიისთვის დიდ დანახარჯად, არადა ახალი ბრენდების შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს''.

აუცილებელია, საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლის სტრატეგიის შემუშავება-განვითარებასთან ერთად დიდი ყურადღება დავუთმოთ ადგილობრივი ბაზრის განვითარებას, დღეს ადგილობრივ ბაზარზე მრავალი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება იდენტიფიცირება, პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და მათ მოსაგვარებლად სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, ეს ორივე მხარის საჯარო და კერძო სექტორის მოსაგვარებელია, სამწუხაროა, რომ ღვინის ქვეყანაში კარგი ღვინის ყიდვა პრობლემაა.


ვაზის სამშობლოში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის საკმარისი რესურსი არსებობს. ამის საფუძველს საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.
ღვინის ადგილი ტურიზმში ქვეყანაში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობებით განისაზღვრება. იგი კულტურის ნაწილი და სარფიანი შემოსავალია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანისათვის. ბირმული ვენახი 1997 წელს ბერტ მორსბახმა დაარსა, ვაზი ტროპიკებში გაახარა და ყოველწლიურად მიანმას ათასობით ტურისტი შესძინა. სამხრეთ აფრიკაში კი ”სტელენბოშის ღვინის გზა” უამრავ ტურისტს მასპინძლობს.
ტურიზმის არსი სხვის სიამოვნებასა და საკუთარ მოგებაშია. საქართველოს შეუძლია სასიკეთოდ გამოიყენოს ყურძნის უნიკალური ჯიშების სახით არსებული რესურსი. მალხაზ ხარბედიას თქმით, ღვინის ტურიზმი ჯერ მხოლოდ ჩანასახოვან ფორმებში არსებობს.
ღვინის ტურიზმი ვაზის დაკრეფვის, დაწურვის, ღვინის დაყენებისა და დაჭაშნიკების პროცესის გარდა, ეკლესია-მონასტრების დათვალიერებს, ქართულ სუფრასა და ეკლესია მონასტრების დათვალიერებასაც მოიცავს. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბექა ჯაყელის ცნობით, არ არსებობს დაბრკოლება ჩვენს ქვეყანაში ღვინის ტურიზმის გასავითარებლად. ღვინის ტურიზმის ობიექტი უნდა იყოს თავად ქართველი. ტურიზმში ჩართული კახელი მეღვინე უნდა სტუმრობდეს რაჭას, იცნობდეს სხვა კუთხის ტრადიციებს. ტურიზმის მთავარი არსი ხომ ტურისტის კმაყოფილებაში და იმ ადგილის ხელეორედ ნახვის სურვილშია. ამ ეტაპზე ღვინის პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო.
ვიკა შარია, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტში ღვინის ტურიზმის საკითხებზე მუშაობს ამბობს: “საქართველოს სხვადასხვა კუთხეს გააჩნია პოტენციალი ღვინის ტურიზმში ჩასართავად. ასპინძის რაიონში მესხური ტერასებია,სამცხე- ჯავახეთში უძველესი ვაზის ჯიშებია აღმოჩენილი. საპილოტედ კახეთი ავიღეთ. გლეხური წესით დამზადებული კახური ღვინო ცნობილ საფირმო ღვინოებს არაფრით ჩამოუვარდება. იგი მდიდარია ტანინით და სამკურნალო თვისებები გააჩნია”.
პატარა კერები უკვე არსებობს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. სოფელ ნაფარეულში, ალაზნისა და ლოპოტას შესართავთან ძმები გამტკიცულაშვილების საგვარეულო ”ძველი მარანი” ტურისტებს ღვინის ტურს მთელი წლის მანძილზე სთავაზობს. სტუმრებს შეუძლიათ ღია და დახურული ტიპის მარნების დათვალიერება, ღვინის დაჭაშნიკება, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა სექტემბერ-ოქტომბერში, თათარის მომზადება და ჩურჩხელების ამოვლება.
ყვარლის რაიონში კლდეში ნაკვეთ გვირაბში ღვინის საცავია, რომელიც წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს ტემპერატურას 14-დან 16 გრადუსამდე. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ ღვინოებს.
წინანდალში, ალ. ჭავჭავაძის მამულში XIX საუკუნის ენოთეკაა, ღვინის უძველესი კოლექციით. ველაზე ძველი სასმელი _ ”პოლონური თაფლი” 1814 წლისთ თარიღდება.

”სიყვარულის ქალაქად” წოდებული სიღნაღი ” ღვინის” ქალაქი უნდა ყოფილიყო. ბექა ჯაყელის ცნობით, გადამწყვეტი როლი ქორწინების სახლის 24 საათიანმა მომსახურებამ ითამაშა.
კახეთი, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შემოდგომაზე ”ღვინის ფესტივალის” მასპინძელია. გლეხები ფესტივალის სტუმრებს მათ მიერ დაწურულ ღვინოს სთავაზობენ, კომპანიები კი საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მომზადდა სარეკომენდაციო პაკეტი ღვინის ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის ინიციატივით, 2010 წლის 15-დან 20 ივნისის ჩათვლით იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონგრესი. განიხილება ღვინის ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ მეღვინეები და მოწვეული სპეციალისტები. ასევე, შექმნილია მუდმივგანახლებადი საიტი _ ვინეტოურს.გე, რომელიც მოგზაურებს დაეხმარება თავად შეარჩიონ ღვინის ტური და იმოგზაურონ ღვინის ”სამყაროში”
ფოტო მასალა


ქართული ღვინის ბიზნესი

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის 3,6 მ მილიონი ლარი დახარჯა. საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს შემდეგ, ექსპორტის მაჩვენებელი კვლავაც დაბალ
2006 წელს ქართულმა ღვინომ გასაღების მთავარი, რუსეთის ბაზარი დაკარგა. ემბარგომდე რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით, 75% გადიოდა. ბაზრის დაკარგვამ ღვინის ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მაგალითად, თუ 2005 წელს ექსპორტზე 80 მილონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 29 მილიონ დოლარამდე დაეცა. საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლიდან ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გასაზრდელად, გარკვეული პროექტების განხორციელება დაიწყო, რაც, საბოლოოდ ღვინის ექსპორტის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის 3 მილიონ 612 ათასი ლარი გაიღო, აქედან 2 მილიონ 262 ათასი ბოლო ორ წელს დაიხარჯა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წელს მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სახელმწიფომ 600 ათასი ლარი დახარჯა. აქედან 27 ათასი ლარი ფრანგულ ჟურნალ „Sommelier International"-ის საახალწლო ნომერში, ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას მოხმარდა. ლონდონის ღვინის მუზეუმთან ურთიერთობის აწყობა სახელმწიფოს 104 ათასი ლარი დაუჯდა. აშშ-ში მოეწყო ღონისძიებები სახელწოდებით „Discover Georgian Wines", რისთვისაც 252 ათასი ლარი დაიხარჯა.
2009 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის პოპულარიზების სხვადასხვა ღონისძიებებისათვის 750 ათასი ლარი გამოყო, აქედან 332 ათასი დაიხარჯა. ეს თანხა სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას მოხმარდა, გარდა ამისა, 40 ათასი ლარი დაიხარჯა ლონდინში ქართული ღვინის შესახებ ჟურნალის გამოცემაზე.
2010 წელს ღვინის საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველაზე მეტი ფული დახარჯა. ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ლონდონისა და ტორონტოს ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე. ლონდონის ღვინის მუზეუმში ფართის საქირავებლად სახელმწიფომ 36 ათასი ლარი გადარიცხა, ჯამში, ამ ყველაფრისათვის 203 ათასი ლარი დაიხარჯა.
2010 წლის ივლისში საქართველომ „მსოფლიო ღვინის კონგრესს" უმასპინძლა. ღონისძიებისათვის 1 მილიონ 406 ათასი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, „სამტრესტს" უფლება მიეცა, კონგრესისთვის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განეხორციელებინა. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა კი ღონისძიების ორგანიზება, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კომპანია „ჯორჯიან ივენტსს" დაავალა და 1,4 მილიონი ლარი მთლიანად მას გადაურიცხა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „ჯორჯიან ივენტსის" 100%-იანი წილი, კომპანია „ჯორჯიან ჰოსპითალითი გრუპს" ეკუთვნის. ამ უკანასკნელის მეწილეთაგან ერთ-ერთი, დათუნა რაქვიაშვილი იმ დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მეორე, საბა კიკნაძე კი ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარეა.
26 ოქტომბერს ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის საკითხს პრემიერ მინიტრიც შეეხო, რომელმაც, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ექსპორტის საკითხი დადებითად შეაფასა. ნიკა გილაურის განცხადებით, 2010 წელს ექსპორტზე 50 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, უფრო მეტი, ვიდრე ემბარგომდე გადიოდა. მისივე თქმით, 2011 წელს ექსპორტზე უკვე 18 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული. მაგრამ სხვას ამბობს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია. საქსტატის მონაცემებით, 2005 წელს ექსპორტზე გასულმა ღვინის ღირებულებამ 80 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2010 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ ნახევარი, 40 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის მაქსიმალური იმპორტის მაჩვენებელი, რასაც საქართველომ ემბარგოს შემდეგ მიაღწია